
ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირსა და სხვა პროდუქციაზე თურქეთში დაწესებული კვოტები გაუქმდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
ქართულ და თურქულ მხარეს მოლაპარაკების საბოლოო რაუნდი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის დელეგაციის შეხვედრა შედგა. ქართულ დელეგაციას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, თურქეთის დელეგაციას კი - ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ნიჰათ ზეიბექჩი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
უწყების ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირზე, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებსა და წვენებზე, საკვებ ინგრედიენტებზე დაწესებული კვოტები გაუქმდა. გარდა ამისა, კვოტები გაიზარდა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა თაფლი, რომელზეც თურქეთში მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კვოტები აგრეთვე გაიზარდა ცოცხალ ცხვარზე და თხაზე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.
"მოლაპარაკების შედეგების შესაბამისად, ქართულ ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში," - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ვაჭრობა დაფარავს მომსახურებით ვაჭრობასაც, რომელზეც მოლაპარაკებები გაგრძელდება.
"დღეს საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან და ქართულ დელეგაციასთან ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოცულობითი განახლების საკითხი განვიხილეთ. შეხვედრა ძალზე პოზიტიური და ნაყოფიერი იყო. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობის სფეროში დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდეს, სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს და ურთიერთობა უფრო გაღრმავდეს," - განაცხადა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ.
დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნიჰათ ზეიბექჩიმ ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მეთოდის დროული ამოქმედება, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ექსპორტის მოცულობა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე დახურული და ამოუცნობი ქვეყანაა. მოცემული მომენტისთვის, კომუნისტურ კორეაში მოხვედრა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ტურისტული ვიზიტიც კი საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. თანაც ისეთი ადამიანებიც ხომ არსებობენ, ვისაც მოგზაურობა არ იტაცებს, თუმცა ცნობისმოყვარეობა აწუხებს.
სწორედ მსგავსი ცნობისმოყვარე ადამიანებისთის შვედური სტარტაპის SceneThere-ის წყალობით, ფხენიანმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა, რომლის დათვალიერებაც ახლა სახლიდან გაუსვლელადა არის შესაძლებელი.
SceneThere-ის დამფუძნებელმა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის ცხოვრების რიტმი 360-გრადუსიანი კამერით გადაიღო და შეძლო, ქალაქი ეჩვენებინა ისე, როგორც მას ყოველდღე ადგილობრივები ხედავენ. პროგრამის საშუალებით, ღირსშესანიშნაობების მონახულება, ქალაქში ხეტიალი და ადგილობრივების ცხოვრების წესზე დაკვირვებაც შესაძლებელია.
პროგრამა ღირსშესანიშნაობების შესწავლის საშუალებასაც იძლევა, მათთვის ყველა მხრიდან შემოვლაც შეიძლება, სიმარტივისთვის კი ისინი მკვეთრად არის აღნიშნული მრგვალი ნიშნებით.
ოპერატორმა, მარკუს ოლსენმა განმარტა, რომ გადაღებისას მას ხელს არავინ უშლიდა ადგილობრივები კი სტუმართმოყვარეობას ამჟღავნებდნენ. პროგრამა უკვე მზადაა და სულ მალე Oculus Store-ზე აიტვირთება.
მკითხველის კომენტარები
(1)
თუ უნებართვო საამქრო იყო, რატომ მუშაობდა? აი მიზეზი.