საზოგადოება
04.12.2017 / 10:12
შრიფტის ზომა:

რა უფლება-მოვალეობა აქვს მანდატურს სკოლაში

რა უფლება-მოვალეობა აქვს მანდატურს სკოლაში

განათლების და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ზარდალიშვილის განცხადებით, მანდატურის სამსახურს სკოლაში მოსწავლეების შემოწმების და გაჩხრეკის უფლება არ აქვს.

როგორც ზარდალიშვილმა ჟურნალისტებს 51-ე საჯარო სკოლაში ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მანდატურის სამსახურს სკოლაში ბავშვზე ზრუნვის ფუნქცია აქვს და არა კონტროლის.

"მანდატურს აქვს გარკვეული ფუნქციები, რომელსაც ის ნამდვილად ასრულებს. წელიწადში ერთხელ მანდატური გადის ძალიან სერიოზულ წვრთნას, რომლის შემდეგაც გამოცდას აბარებს. როგორც იცით, 2013 წლიდან მანდატურის ფუნქციებში აღარ შედის სკოლის ადმინისტრაციის და პედაგოგის კონტროლი, თუმცა მას შენარჩუნებული აქვს ბავშვზე ზრუნვის და პირველადი საგანგაშო ნიშნების ამოცნობის ფუნქცია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, გაფრთხილებული ჰყავდათ თუ არა მანდატურებს მშობლები კონფლიქტური სიტუაციის შესახებ. ამაზე თავად მანდატურებს უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება მოსწავლეების შემოწმებას, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ეჭვი გაჩნდება, თუ დაინახავენ, რომ ბავშვი აგრესიულია, ვიღაცას ემუქრება.

ეს არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჰკითხო ბავშვს, რამე ხომ არ უდევს ჯიბეში. ბავშვის გაჩხრეკის უფლება, გარდა პოლიციისა, არავის აქვს. ბავშვი რომ გაჩხრიკო, უნდა გამოიძახო პოლიცია. ზოგადად, მანდატურს ბავშვთან ურთიერთობაში ზრუნვის ფუნქცია აქვს და არა კონტროლის. მანდატურმა რომ პოლიციელი ჩაანაცვლოს, ასეთი პრაქტიკა არის აშშ-ში, მაგრამ ჩვენთან არა. აშშ-ში შემთხვევები ბევრად უფრო მეტად უსიამოვნო და სისხლიანია, ვიდრე აქ. ამიტომ ჩვენ ზრუნვის მეთოდს ვირჩევთ", - განაცხადა ზარდალიშვილმა.

რაც შეეხება სკოლაში პნევმატური იარაღის არსებობას, როგორც ზარდალიშვილმა აღნიშნა, მას ბავშვებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სკოლაში არა პნევმატური იარაღი, არამედ სათამაშო იარაღი იყო.

"ნამდვილად ვერ გეტყვით, რომელმა ბავშვმა მომაწოდა ეს ინფორმაცია, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის სათამაშო იარაღი", - აღნიშნა ზარდალიშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

შემოდგომის ფესტივალები აჭარაში | Allnews.Ge

შემოდგომის ფესტივალები აჭარაში

ფესტივალებისა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით განებივრებული ზაფხულის ტურისტულ სეზონზეა, თუმცა რეგიონის სტუმრებს არაერთი საინტერესო ღონისძიება შემოდგომაზე ელოდებათ.

შემოდგომის პირველივე შაბათ-კვირას, ბათუმი ტრადიციულად სახალხო დღესასწაულს "ბათუმობა" მასპინძლობს. დღესასწაული უამრავ გასართობ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას მოიცავს. "ბათუმობის" დღესასწაული ღია ცის ქვეშ გალა-კონცერტით სრულდება, რომელშიც ყოველწლიურად ცნობილი ქართველი და უცხოელი მომღერლები მონაწილეობენ.

შემოდგომის ფესტივალებს 2 სექტემბერს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "BATUMI MusicFest" გახსნის. ერთკვირით ბათუმი მსოფლიო დონის ვარკვლავებისა და მუსიკის მოყვარულების ყურადღების ცენტრში მოექცევა. 7 დღის განმავლობაში ღვისპირა ქალაქს კლასიკური მუსიკის ჰანგები მოეფინება. სექტემბერი საინტერესოა კინომოყვარულებისთვისაც. 17-24 სექტემბრს, ქალაქი კინორეჟისორებისა და კინომატოგრაფიის თაყვანისმცემლების შეხვედრის ადგილი გახდება. ბათუმისსაავტოროფილმებისსაერთაშორისოფესტივალი BIAFF ყოველწლიურად სტუმრებს მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საუკეთესო კოლექციებით ანებივრებს. წელსრეგიონის სტუმრებს განსაკუთრებით საინტერესო პროგრამა და კინოში მოგზაურობა ელოდებათ.

მათთვის კი ვისაც ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში სურს იმოგზაუროს შემოდგომის ფესტივალი საინტერესო აღმოჩენა იქნება. 6-7 ოქტომბერს, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი თავისებურებებით ბათუმში, ევროპის მოედანზე ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრები აჭარულისოფლისხიბლს, ფოლკორულდაგასტრონომიურტრადიციებს, ხალხურთვითშემოქმედებასსოფლის ტურიზმის

ფესტივალ "განდაგანას" ფარგლებში ქალაქშივე აღმოაჩენენ. ქალაქიდან გასვლა კი ნამდვილად საჭიროა ფრინველების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ორინტოლოგიით გატაცებულ უცხოელ და შიდა ტურისტების შორის სარგებლობს.

აჭარამსოფლიოშიფრინველთამიგრაციისერთ-ერთუდიდესკორიდორადითვლება, სადაც 15 აგვისტოდან-15 ოქტომბრის ჩათვლით 1 000 000 მეტი მტაცებელი ფრინველი მიიკვლევს გზას აფრიკისკენ. ბათუმის შემოგარენში - მტირალასმთაზე, სოფელშუამთასადაჩაისუბანში ფესტივალისთვისთვის სპეციალურად მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა კი რეგიონის ასობით უცხოელ თუ ქართველ სტუმარს ფრინველებზე დაკვირვების პარალელურად დასვენებისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს.

ფესტივალებს და კულტურულ ღონისძიებებს ემატება ზღვის ხავერდოვანი სეზონი, რაც ბათუმსა და ზოგადად აჭარაში დასვენებას ერთგვარ ხიბლს მატებს. ასე რომ, თუ ჯერ არ გადაგიწყვეთიათ სად გაატაროთ შემოდგომის მშვიდი საღამოები ესტუმრეთ ბათუმს და თავადვე გახდით ყველა მნიშვნელოვანი ფესტივალის მონაწილე.