
პარიზში ნატურისტებს უკვე ოფიციალური ნებართვა აქვთ საჯარო სივრცეში ტანსაცმლის გარეშე ისეირნონ. ნუდისტური ზონა პარიზის აღმოსავლეთით მდებარე ვენსენის ტყის პარკში გაიხსნა.
როგორც ევროპული მედია წერს, ნუდისტური სივრცე ერთგვარი ექსპერტიმენტია და იგი 31 აგვისტოდან 2017 წლის 15 ოქტომბრამდე იქნება ღია. ნუდისტური ტერიტორიის დასაწყისში სპეციალური ნიშნულიც განთავსდა. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ნატურისტების უფლებები და სიმშვიდე აღნიშნულ ტერიტორიაზე დაცული იქნება.
"საფრანგეთში 2,6 მილიონზე მეტი ნატურიზმის მიმდევარია", - განაცხადა პარიზის ვიცემერმა პენელოპე კომიტემ. მისივე თქმით, პარიზის ხელისუფლების ინსპირირება გერმანიის, შვეიცარიის, ესპანეთის და ყველა იმ ქვეყნის მიერ მოხდა, სადაც ნუდიზმი მიღებული და დაცულია.