28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მოგზაურობა
07.09.2017 / 12:09
შრიფტის ზომა:

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

აჭარაში, სასტუმრო "შერატონში", ხვალ სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. მსგავსი მასშტაბისა და თემატიკის კონფერენცია რეგიონში პირველად ტარდება. 7 ქვეყნის 150-ზე მეტი უცხოელი და ქართველი ტურიზმის დარგის სპეციალისტი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებს ორი დღის განმავლობაში განიხილავს. კონფერენციის მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და სოფლის ტურიზმის დარგში დანერგვაა.

როგორც აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განაცხადეს, კონფერენციის ფარგლებში მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ პრეზენტაციებს, მოხსენებებს, სემინარებსა და დისკუსიებს სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ. ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის EUROGITES წევრი ორგანიზაციები და საოჯახო-სასტუმრო სახლების მფლობელები კი სტუმრებს ლიტვას, თურქეთის, მოლდოვას, საფრანგეთისა და უკრაინის გამოცდილებას გააცნობენ. მოეწყობა გაცნობითი პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე.

კონფერენციის ძირითადი თემებია: სოფლის ტურიზმი - არსებული სიტუაცია და განვითარების ტენდენციები, სოფლის ტურიზმის დარგში საუკეთესო გამოცდილება და გამოწვევები, ინოვაციები ტურიზმში, ღვინის წარმოებისა და ღვინის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები, სოფლის ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები და სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები და კატეგორიზაცია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის დარგის ექსპერტები, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ორგანიზაციების, საოჯახო-სასტუმრო სახლების, სოფლის და ეკოტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე ტურისტული სააგენტოების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაესწრებიან.

კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. სააგენტო 2015 წლიდან გაერთიანებულია ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციაში, რომელიც 27 ქვეყნის 35 პროფესიულ ორგანოს აერთიანებს.

იხილეთ პროგრამა

მკითხველის კომენტარები
(2)

მზია კოხია
13 სექტემბერი , 2017 12:09

სამწუხაროა რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნაკლებად იყო გავრცელებული და ვერ მივიღეთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა. მხოლოდ დღეს შევიტყვეთ და ისიც შემთხვევით. სად შეიძლება კონფერენციის მასალების მოძიება?

მზია
13 სექტემბერი , 2017 12:09

სამწუხაროა რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნაკლებად იყო გავრცელებული და ვერ მივიღეთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა. მხოლოდ დღეს შევიტყვეთ და ისიც შემთხვევით

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება | Allnews.Ge