ხანგრძლივი ფრენის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში ფეხი პირველად დავდგი. ჩემი მოგზაურობა ჩინეთში მისი დედაქალაქიდან დაიწყო. პეკინის გაცნობა, სადაც 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თიენ ან მენის მთავარი მოედანით დავიწყე. მოედნის საერთო ფართობი, რომელსაც დღეში დაახლოებით, 20 000 - 30 000 ადამიანი სტუმრობს, 44 ჰექტარია. თიენ ან მენზე განლაგებულია მაო ძედუნის მავზოლეუმი, სახალხო გმირების მონუმენტი, სახალხო დარბაზი. აქვე წელიწადში ერთხელ, მარტში ჩინეთის სახალხო ყრილობა იმართება. თიენ ან მენის მოედნიდან იწყება გზა, რომელიც "აკრძალულ ქალაქში" მიდის.
ჩინეთის იმპერატორების ადგილსამყოფელი - 720 000 კვ.მ ფართობზე განლაგებული უდიდესი კომპლექსი, 8 000-ზე მეტი ოთახით, საუკუნეების განმავლობაში უბრალო მოსახლეობისთვის მიუწვდომელი იყო და სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. ჩინეთის იმპერიის გაუქმების შემდეგ, ის მუზეუმად გარდაიქმნა და დღეს მას უამრავი ადამიანი სტუმრობს. ასევე უამრავი ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოში საუკეთესო საიმპერატორო ბაღად აღიარებულ "ზაფხულის სასახლესაც". სწორედ მის ეზოშიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი - 780 მეტრი სიგრძის მქონე დერეფანი, რომელიც ერთ-ერთმა იმპერატორმა დედას საჩუქრად აუშენა.
ჩინეთში 200 მეტრის სიმაღლის "ვერტიკალურ ტყეს" აშენებენ
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
და რა თქმა უნდა პეკინში ყოფნა ჩინეთის დიდი კედლის მონახულების გარეშე წარმოდგენელია. მისი მშენებლობა იმპერატორმა ცინ ში ხაუნგმა მტრებისგან მოსახლეობის თავდაცვის მიზნით დაიწყო და დღეს ის ადამიანის ხელით აშენებული მსოფლიოში ყველაზე გრძელი ნაგებობაა.
პეკინის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს ინოვაციებისა და ხელოვნების ქუჩები წარმოადგენენ. ეს უკანასკნელი არის მთელი უბანი მაღაზიებით, სადაც სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი და ნახატები იყიდება. აქვე შეხვდებით მხატვრებს, რომლებიც ადგილზევე ხატავენ. ჩინეთის დედაქალაქში მდებარეობს ერთ-ერთი უდიდესი ინოვაციების ცენტრი. როგორც ცენტრში განაცხადეს, არსებობის 3 წლის განმავლობაში 1900 სტატრაპი დაფინანსდა, მათგან 222 უცხოური კომპანია იყო. დაფინანსებული სტარტაპებიდან 743 ანუ 39% წარმატებული კომპანია გახდა.
კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულების გარდა, იყო ოფიციალური შეხვედრებიც, მათ შორის, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო უწყების ევრაზიის დეპარტამენტის მრჩეველმა ფვან ჟონგმა ყურადღება ჩინეთის ეკონომიკაზე, ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და მის სამომავლო პერსპექტივებზე, "ერთი გზა - ერთი სარტყელის" ინიციატივაზე გაამახვილა. ჩინეთის დედაქალაქშივე ვესტუმრე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს. მასპინძლობა ჩინეთის საკვებისა და ფერმენტული ინდუსტრიის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა იუთუნგ (ადამ) ხუანგმა და მისმა თანამშრომლებმა გაგვიწიეს.
ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ ჩინეთში საქართველოდან ღვინის ექსპორტი მიმდინარე წელს 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს, ხოლო შემდეგ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე დავათვალიერე მსოფლიო საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმის - "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ჩატარების ადგილზე. შენობა, სადაც მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან, მომავალი ღონისძიების გამართვის მოლოდინშია.
შემდეგი გაჩერება ქალაქი სიანი იყო. სიანის ქუჩები, მათ შორის, მუსლიმთა უბანი, არქიტექტურა და სიანის მთავარი ღირსშესანიშნაობა იმპერატორ ცინ ში ხუანგის ტერაკოტის არმიის მუზეუმი მნახველებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მუზეუმი, რომელსაც დღეში ათასობით ადამიანი სტუმრობს, 1974 წელს ჭის გათხრისას შემთხვევით იქნა აღმოჩენილი. გამომწვარი თიხის - ტერაკოტისგან დამზადებული 8000-ზე მეტი მეომრის ფიგურა ადამიანის სხეულის ფორმებს ზუსტად იმეორებს. გადმოცემის თანახმად, იმპერატორ ცინ ში ხუანგს ეშინოდა, რომ სიკვდილის შემდეგ მტერები სამაგიეროს გადაუხდიდნენ, ამიტომ მის საფლავთან ახლოს, აღმოსავლეთით ტერაკოტის არმიის სამარხი გააკეთებინა. სიანშივე გაიმართა პერფორმანსი, რომელიც ჩინურ ტრადიციებს, იმპერატორების ცხოვრებას ასახავდა.
სიანის შემდეგ მატარებელი ხანგჭოუში გაჩერდა. ქალაქში, რომელსაც ჩინელები სამოთხეს ადარებენ, სიმწვანეში ჩაფლული დასავლეთის ტბა (სი ხუ) ლამაზ სანახაობას ქმნის. აბრეშუმის მუზეუმში კი აბრეშუმის ისტორიას გიყვებიან და გასწავლიან, როგორც გააარჩიო აბრეშუმის ნამდვილი ნაჭერი ყალბისგან. ამავე ქალაქშია ჩინეთის ცნობილი უმაღლესი სასწავლებელი ჭეძიანგის უნივერსიტეტში, სადაც 30 000 სტუდენტი მათ შორის, 6000 უცხოელი სწავლობს - 4 მათგანი კი ქართველია.
როგორ ცხოვრობენ ქართველი სტუდენტები ჩინეთში?
ხანგჭოუშია იმ კორპორაცია "იჩას ჯგუფის" სათაო ოფისი, რომელსაც საქართველოში, კერძოდ კი წალენჯიხაში 200 ჰექტრზე გაშენებული ჩაის პლანტაციები აქვს, საქართველოში მოყვანილი და ჩინური ტექნოლოგიით დამზადებული შავი და მწვანე ჩაი, რომლის სახელწოდებითაც ქართულ კულტურასთანაა დაკავშირებული - "ბათუმის სიყვარული", "კავკასიის ვარსკვლავი", " არგონავტები", ჩინეთის მაღაზიებში 2 კვირაში გამოჩნდება, მანამდე კი ხანგჭოუში მისი სადეგუსტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "იჩას ჯგუფი" საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. ხანგჭოუში ყოფნის ბოლო დღე დაბა უში მსოფლიო ინტერნეტ-კონფერენციის ჩატარების ადგილისა და თავად დაბის მონახულებით დამთავრდა. დაბა უს იმ ნაწილში, რომელსაც ჩინეთის ვენეციას ეძახიან, ხალხი მხოლოდ გონდოლებით და ფეხით გადაადგილდება.
ბოლო გაჩერება შანხაი იყო. ქალაქში, სადაც 24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მეტროს 16 ხაზია და მას დღეში დაახლოებით, 10 მილიონი ადამიანი გადაჰყავს. ამავე ქალაქშია ჩინეთში ყველაზე მაღალი და მსოფლიოში სიმაღლით ნომერ მეორე შენობა - "შანხაი თაუერი". მისი სიმაღლე 632 მეტრია და 134 სართულისგან შედგება. "შანხაი თაუერი", რომლის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა, 14.8 მილიარდი ჩინური იუანი დაჯდა. მასში განთავსებული უსწრაფესი ლიფტით შენობის ბოლო სართულზე ადიხარ, საიდანაც შანხაის ხედი იშლება. გარდა ამისა, შანხაიში ყოფნის 3 დღის განმავლობაში შანხაის მუზეუმი, ურბანული დაგეგმარების ცენტრი, ფრანგული უბანი, შოპინგისა და გართობის უბანი - "სინ თიენ ტი" (Xintiandi), კომპანია "ჰუავეის" კვლევითი ცენტრი მოვინახულე. ასევე ვიმყოფებოდი მდინარე ხუანგ ფვუს სანაპიროზე. ასევე განსაკუთრებულია აკრობატული შოუ - "დროში მოგზაურობა" - მასში მონაწილე მსახიობების ოსტატობა ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება და მნახველისთვის დაუვიწყარ მოგონებას ქმნის.
და აუცილებლად ცალკე უნდა აღინიშნოს ჩინური სამზარეულო. გარდა იმისა, რომ მისი ტკბილ-მწარე კერძები დავაგემოვნე, ასევე გავეცანი რამდენიმე ცნობილი ჩინური კერძის, მათ შორის - იხვი პეკინურად და ჩინური პელმენის (ჩინურ ენაზე - ძიაოწ) მომზადების პროცესს.
ჩინეთის 4 ქალაქში ჩემი მოგზაურობა 2 კვირას გაგრძელდა. მედიატური, რომელშიც ვმონაწილეობდი, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.
ნათია რუხაძე
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)