ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იხილეთ ჩრდილოეთ კორეის ციდან 360º-ით გადაღებული პირველი ვიდეო | Allnews.Ge

იხილეთ ჩრდილოეთ კორეის ციდან 360º-ით გადაღებული პირველი ვიდეო

ალბათ, არაერთხელ გსმენიათ სხვადასხვა ლეგენდა ჩრდილოეთ კორეის შესახებ. თუმცა, ჩვენთვის ისევე როგორც თქვენთვის, ფხენიანის ირგვლივ შექმნილი ისტორიების გადამოწმება ქვეყნის მიერ არჩეული ჩაკეტილი პოლიტიკის გამო გვიჭირს. თუმცა, არა მხოლოდ ჩვენ, ვფიქრობ, სიმართლე ბოლომდე არც ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობამ და იქ მომუშავე მედიასაშუალებებმა იციან.

Allnews.ge NK News -ზე დაყრდნობით გაჩვენებთ პირველ 360 გრადუსიან ვიდეოს, რომელიც ფხენიანის საჰაერო სივრციდან არის გადაღებული. მილიონობით ადამიანის ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის დაკმაყოფილება სინგაპურელმა ფოტოგრაფმა, არამ პანმა გადაწყვიტა, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მოახერხა. ფოტოგრაფი ჩრდილოეთ კორეას პირველად 2013 წელს ესტუმრა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების წესით მოიხიბლა.