07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
05.04.2018 / 05:04
შრიფტის ზომა:

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, არის მსხვერპლი, ასევე არიან დაშავებულები.

"ინტერპრესნიუსი" ცდილობს ადგილზე დამატებითი დეტალების მოპოვებას.

როგორც საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებში აცხადებენ, შემთხვევა მინდელის მაღაროში, დილის 04:00 საათზე მოხდა. დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავებულია - 3. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროფკავშირის წევრმა, მინდელის შახტის ტრანსპორტის უბნის უფროსის თანაშემწემ გიგა ისაკაძემ განუცხადა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისი თქმით, ის მაღაროსთან იმყოფება, სადაც მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და მაშველების ჯგუფი და ელოდებიან გარდაცვლილების შახტიდან ამოყვანას.

"როგორც გვეუბნებიან და გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, 6 გარდაცვლილია, 2 მძიმედ არის დაშავებული, ხოლო ერთი - მსუბუქად. შემთხვევა გვიან ღამით, 04:00 საათზე მოხდა", - განაცხადა გაგა ისაკაძემ.

სამი დაშავებული ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

10 ქვეყანა, რომელიც 2018 წელს უნდა მოვინახულოთ - Lonelyplanet-ის სიაში საქართველოც მოხვდა | Allnews.Ge

10 ქვეყანა, რომელიც 2018 წელს უნდა მოვინახულოთ - Lonelyplanet-ის სიაში საქართველოც მოხვდა

Lonelyplanet-მა იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც გამოცემის რეკომენდაციით 2018 წელს უნდა მოვინახულოთ. შერჩევის კრიტერიუმი ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანია. ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტული ქვეყანა ჩამონათვალში ტრადიციული დღესასწაულის გამო მოხვდა, რომელიც 2018 წელს იმართება.

ჩილე

მაგალითად, ჩილეში 2018 წელს მოსახლეობა დამოუკიდებლობის 200 წელს აღნიშნავს. სწორედ ამიტომ გამოცემა გვირჩევს, ჩვენც ვეწვიოთ ამ ქვეყანას, ავიღოთ ტრადიციული სასმელი და შევსვათ ჩილეს დამოუკიდებლობის სადღეგრძელო.

სამხრეთ კორეა

აუცილებლად სანახავი ქვეყნების სიაში მეორე ადგილს სამხრეთ კორეა იკავებს, რომელიც გამოცემის ცნობით, მოდერნისტული აზიის სანახავად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ამ ქვეყანამ რეპუტაცია Seul-lo 7017-ის გახსნით აიმაღლა, ეს არის მაღალტექნოლოგიური პარკი კაფე-ბარებითა და ბიბლიოთეკებით. გარდა ამისა, სამხრეთ კორეა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიuრ Tამაშებს მასპინძლობს, შესაბამისად სპორტის მოყვარულებისთვის ის ამ წელს ყველაზე მიმზიდველი ადგილი იქნება.

პორტუგალია

პორტუგალიამ მოახერხა და მეზობელი ესპანეთის ჩრდილიდან გამოვიდა. მან ხელოვნების, კულტურისა და ტრადიციული სამზარეულოს დინამიკური ცენტრის სახელი მოიხვეჭა. გემოვნებით გაკეთებული მუზეუმების უმეტესობა ქვეყანაში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გაიხსნა. პორტუგალიას მიმზიდველობას ხელმისაწვდომობა და ბუნებრივი საოცრებებიც სძენს. არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში სამასამდე მოწყობილი სანაპიროა.

ჯიბუტი

ჯიბუტის მცირერიცხოვანი ერი გეოლოგიური თვალსაზრისით დრამატულ პირობებში ცხოვრობს. მათ ფეხქვეშ მიწა იძვრის და ტექტონიკური ფილები სამ ნაწილად იხლიჩება, მიწის ქვეშ მაგმა დუღს და ზემოთ ორთქლს უშვებს, ტბების სანაპიროები კი მარილის კრისტალებითაა მოფენილი. გეოლოგიური თვალსაზრისით, შეიძლება მართლა რთული ვითარება იყოს, მაგრამ სწორედ ეს რთული ვითარება იზიდავს ყველაზე მეტ მნახველს ქვეყანაში.

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია განსაკუთრებით მიმზიდველი თავგადასავლების მაძიებელთათვის და ახალგაზრდა მკლევარებისთვის არის, რომლებიც ქვეყანას სიახლეების აღმოჩენის მიზნით ხშირად სტუმრობენ.

მალტა

ხმელთაშუაზღვისპირეთის არქიპელაგის დიდი ხნის ისტორია თავს ახლა იჩენს. მალტაში პრეისტორიულ ტაძრებს და მეჩვიდმეტე საუკუნის შენობებს ხშირად შეხვდებით. ყველა ეს სიმდიდრე მალტაში საუკუნების ზოგ შემთხვევაში კი ათწლეულების განმავლობაში იდგა, თუმცა მალტა ტურისტების მიზიდვას აქტიურად ახლა იწყებს.

საქართველო

გამომცემლობის თქმით, ისტორია ამ ქვეყანაში იმდენად წარსულს არ ეკუთვნის, რამდენადაც ასახვას აწმყოში ჰპოვებს. ქვეყანა და მოსახლეობა მომავალ განვითარებას ესწრაფვის, თუმცა, ტრადიციებს არ ივიწყებს. ქვეყანა ცნობილია ტრადიციული საკვებით, კულტურის ნაწილს კი თამადის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო წარმოადგენს, რომელიც ერთი ჭიქა ღვინით ქვეყნის ახლანდელ და ძველ გმირებს მოიხსენიებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში იმდენად ამაყობენ ღვინით, რომ ჩამოსულ სტუმრებს აეროპორტშიც კი ერთი ბოთლი წითელი ღვინით ხვდებიან.

მავრიტანია

მავრიტანია თავისი მდიდრული სანაპიროებით არის ცნობილი და ქვეყანაში ტურისტების ზღვისმოყვარულ ნაწილს იზიდავს. 2018 წელს კი კუნძულზე დამოუკიდებლობის 50 წლისთავს აღნიშნავენ.

ჩინეთი

მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდასახლებული ქვეყანა, ლამაზია, მისტიკური და თავგადასავლებით სავსე. 2016 წლის შემდეგ ჩინეთში ბევრი ისეთი ადგილი გახდა ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი, რომლებიც აქამდე დახურული იყო. ამიტომ აღმოჩენების მოყვარულებს ჩქაროსნული მატარებელი უკვე ელით.

სამხრეთ აფრიკა

სანაპიროები, მთები, ველური სამყარო და ღვინო - ეს ყველაფერი სამხრეთ აფრიკას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი ქვეყნის სტატუსის დამკვიდრების საშუალებას აძლევს. 2018 წელს ქვეყანა ნელსონ მანდელას 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, შესაბამისად ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მრავალფეროვანი პროგრამის მონაწილენი გახდნენ, რომელიც სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებებით იქნება გაჯერებული.

სათაური