
This is a modal window.
ჩემო ფავორიტია ეს ბიჭი როგორც ფეხბურთელიც და როგორც კარგად აღზრდილი, წესიერი და გონიერი ქართველი ახალგაზრდა. ძალიან ვგულშემატკივრობ და მიყვარს, - წერს ნიკა გვარამია გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"საქართველოში მოგზაურობა ბევრი ინდოელისთვის შესაძლოა კოშმარად იქცეს"- ამის შესახებ tribuneindia-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია საუბარი.
როგორც გამოცემა წერს, ჰარი გოვინდიმ მისი ძმისგან გაიგო, რომ შეეძლო ელექტრონული ვიზის მიღება და მეუღლესთან და ახლობლებთან ერთად 4 დღით საქართველოში გამგზავრება გადაწყვიტა.
როგორც გოვინდი იხსენებს, მათ ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე განუმარტეს, რომ ელექტრონული ვიზისა და ბილეთების მიუხედავად შესაძლოა საქართველოში არ შეეშვათ. თუმცა, მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლა მაინც გადაწყვიტეს.
"8 საათიანი ფრენის შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩავფრინდით, სადაც სხვა მოგზაურებისგან განცალკევებით გაგვიყვანეს, რისი საფუძველიც ინდური პასპორტები გახდა. მაშინ როცა ინდოელები, რომლებსაც გაერთიანებული საამიროების პასპორტები ჰქონდათ, ქვეყანაში შეუშვეს", - იხსენებს გოვინდი.
როგორც მოგზაური აცხადებს, მათ ყველა საჭირო დოკუმენტი ჰქონდათ, მათ შორის დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და საბანკო ანგარიშები.
"არ მოგვცეს საუბრის შესაძლებლობა. ცდილობდნენ რაღაც პრობლემა მოეძებნათ ჩვენთვის - ჯერ გვითხრეს, რომ საკმარისი თანხა არ გვქონდა, შემდეგ გვეკითხებოდნენ როგორ იცხოვრებდა შვიდი ჩვენგანი ერთ საცხოვრებელში, რომელსაც სამი ოთახი ქონდა. დაახლოებით 15 წუთიანი ცალკე გამოკითხვის შემდეგ კი აეროპორტის ოფიციალურმა პირებმა ცხრავე პირი უკან გამოგვაბრუნეს", - ამბობს გოვინდი. იხილეთ გაგრძელება
მკითხველის კომენტარები
(0)