საზოგადოება
27.03.2019 / 08:03
შრიფტის ზომა:

ოთხი დღე საპენსიო სქემიდან გასვლამდე - როგორ შეძლებთ სისტემის დატოვებას

ოთხი დღე საპენსიო სქემიდან გასვლამდე - როგორ შეძლებთ სისტემის დატოვებას

2019 წლის 1-ლი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს ამის უფლება მიეცემათ.

კერძოდ, საუბარია იმ დასაქმებულ პირებზე, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წლის ან მეტი ასაკის იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ 1-ლი აპრილი სქემიდან გასვლისთვის განსაზღვრული მინიმალური ვადაა, თუმცა, ეს თარიღი შესაძლოა, ინდივიდუალური იყოს. კერძოდ კი, პირები რომელთაც ამის უფლება აქვთ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლას პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების (ხელფასის ჩარიცხვის) დღიდან 3 თვის შემდეგ შეძლებენ. როდის განხორციელდა პირველი საპენსიო შენატანი, ამის გადამოწმება კი მოქალაქეებს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე შეუძლიათ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სქემიდან გასვლისთვის პირებს ორთვიანი ვადა აქვთ ანუ სისტემიდან გასვლა 1-ლი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პერიოდში, პირი საპენსიო სქემას არ დატოვებს, ის სისტემის მონაწილედ დარჩება.

რაც შეეხება პროცედურას, საპენსიო სქემიდან ამორთვისთვის, აუცილებელია მოქალაქე მივიდეს საპენსიო სააგენტოს ფილიალში ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში და მიმართოს სააგენტოს განცხადებით. ამისთვის მოქალაქეს თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო თუ მის ნაცვლად სხვა ადამიანი მივა განაცხადის დასაწერად შესაბამისი მინდობილობა უნდა ჰქონდეს. სქემიდან გასვლა განცხადების დაწერისთანავე მოხდება, ხოლო ამის შემდეგ 1 თვის პერიოდში სისტემიდან გასულ დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს ფონდში განხორციელებული შენატანები დაუბრუნდებათ.

ამ 3 თვის განმავლობაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხა, დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს საპენსიო შენატანები სრულად დაუბრუნდებათ.

კონკრეტულად კი, დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს; დასაქმებულის სახელით, განხორციელებული შენატანები და საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება და დაუბრუნდება დასაქმებულს (შემდეგ დამსაქმებლის მიერ მოხდება დასაქმებულისთვის დაბრუნება); სახელმწიფოს მიერ განხორციელებული შენატანები და საინვესტიციო შემოსავალი კი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადაირიცხება.

ცნობისთვის, იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც საპენსიო სქემიდან გასვლის უფლება ექნებათ 230 ათასია.

bpn.ge

მკითხველის კომენტარები
(1)

მახო
03 ივნისი , 2018 17:06

ქოცებო,ეგენიც პირსისხლიანი ნაცები არან არა?!!!!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი - ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში | Allnews.Ge

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი - ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

2018 წლისთვის, მთიან აჭარაში ტურისტებს ახალი ტურისტული მარშრუტი "ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი" დახვდებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო უკვე მუშაობს ტურისტული მარშრუტის მარკირების პროექტზე, რომლის მიხედვითაც ჩირუხის მთიდან ხიხანის გავლით გოდერძის უღელტეხილამდე საველოსიპედო, ჯიპ და საფეხმავლო მარშრუტების მარკირება განხორციელდება.

ახალი მარშრუტის კვლევა სამი თვე მიმდინარეობს. უკვე შერჩეულია ძირითადი ტურისტული ბილიკი. დაწყებულია მუშაობა მარშრუტების პირველადი რუკების მომზადებაზეც. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტის სრულ მარკირებას, მანიშნებლების და საინფორმაციო დაფების დამზადება- დამონტაჟებას, მარშრუტების რუკების მომზადებასა და საოჯახო-სასტუმრო სახლების შერჩევას 2018 წლისთვის გეგმავს.

"ჩირუხის მთა, ხიხანის ციხე და გოდერძის უღელტეხილი გამორჩეული ტურისტული ადგილებია აჭარაში. შესაბამისად, ულამაზეს ბუნებაში გამავალი ახალი ტურისტული ბილიკი საინტერესო, სათავგადასავლო და მდიდარი იქნება. მარშრუტი ორ მუნიციპალიტეტს დააკავშირებს და სტუმრებს აღარ მოუწევთ ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალით მოძრაობა.

ის მთლიანად ალპურ ზონაში გადის, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. ტურისტები გაივლიან ტბებს, ჩანჩქერებს, ხიხანის ციხესა და იალაღებს. მათ ექნებათ საშუალება გაეცნონ მთიან აჭარას, მის ბუნებას, გაჩერდნენ იალაღებსა და სოფლებში. ეს მარშრუტი ერთმანეთთან ავტომატურად დააკავშირებს შუახევის და ხულოს სხვა ტურისტულ მარშრუტებს, შესაბამისად შექმნის მთიან აჭარაში ხანგრძლივი მოგზაურობის (3-5 დღე) საინტერესო და მრავალფეროვან მიმართულებას," განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.