საზოგადოება
27.02.2017 / 07:02
შრიფტის ზომა:

მეუფე დიმიტრი - პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს

მეუფე დიმიტრი - პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს

ფაქსიმილეს გაქრობაზე ინფორმაცია ყურით მოტანილი ჭორია, საპატრიარქოდან არაფერი გამქრალა, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მეუფე დიმიტრის თქმით, ამ კონტექსტში რამდენჯერმე გაიჟღერა პატრიარქის ანდერძის საკითხმა და გარკვეულმა ჯგუფმა ანდერძთან თავად მეუფე დიმიტრიც დააკავშირა, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა.

"პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს, ეს გამორიცხულია, აბსურდია. ანდერძში მხოლოდ მისი მოსაყდრეა მოხსენიებული, რომელმაც, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, მისი გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვა უნდა უზრუნველყოს. სწორედ ანდერძით დასახელებული მესაყდრე მართავს და იწვევს საეკლესიო კრებას, სადაც წმინდა სინოდი მომავალ პატრიარქს აირჩევს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვიმეორებ, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, გარდაცვლილი უწმინდესი როგორ დატოვებს მემკვიდრეს მისი სურვილისამებრ, როდესაც ხშირია შემთხვევა, ცოცხალ პატრიარქსაც არ ეპუებიან. დიახ, ხანდახან ასეც ხდება - წმინდა სინოდი ცოცხალი ორგანიზამია და უამრავ საკითხს დიდხანს განიხილავენ, ბაასობენ. პატრიარქობის კანდიდატი წმინდა სინოდის 47-ვე წევრია, ასე რომ, ყველა შეიძლება მოიაზრებოდეს, ჩემს გარდა", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

5 რჩევა როგორ ვუმასპინძლოთ უცხოელ მეგობარს/ტურისტს თბილისში | Allnews.Ge

5 რჩევა როგორ ვუმასპინძლოთ უცხოელ მეგობარს/ტურისტს თბილისში

ტურისტული მიმართულება მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია და შესაბამისად არც ტურისტების ნაკლებობას ვუჩივით. ამავდროულად ბევრს გვყავს უცხოელი მეგობრები რომლებიც ერთხელ მაინც სტუმრობენ თბილისს და მომლოდინე მასპინძლების მთავარ ამოცანას წარმოადგენს როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება ჩვენს მეგობარ ტურისტებზე. მიუხედავად იმისა რომ თბილისი ისტორიული ქალაქია და სანახავი ბევრია, ხშირად გვქონია შემთხვევა რომ ისე გაგვიშვია უცხოელი მეგობრები რომ მნიშვნელოვანი ადგილები გამოგვრჩენია თვალთახედვიდან.

ყველა თბილისელს თავისი შეხედულება აქვს პრიორიტეტულ ადგილებზე თუმცა ამის ფონზე ჩვენ გთავაზობთ 5 საინტერესო ადგილს რომელიც აუცილებლად მოახდენს შთაბეჭდილებას ტურისტებზე:

1. ნარიყალა - ადგილი საიდანაც იშლება ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თბილისური ხედი, აქვე შეგიძლიათ სტუმარს დაათვალიერებინოთ ნარიყალას უძველესი ეკლესია და ისტორიული გალავანი.

2. გოგირდის აბანოები (ძველი თბილისი) - ადგილი რომელიც იტევს თბილისის უძველეს ისტორას და ლეგენდებს. სწორედ ესეთი ისტორიები აღაფრთოვანებს ჩვენს უცხოელ მეგობრებს და რაღათქმაუნდა გოგირდის აბანოების ხიბლი არავის დატოვებს გულგრილს.

3. მშრალი ხიდი - ადგილი რომელიც ერთდროულად იტევს ანტიკვარ ნივთებს და თანამედროვე ფერწერულ ნახატებს. აქ ნახავთ ათასობით საინტერესო ნივთს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან და არამარტო. ასერომ მშრალ ხიდზე გასეირნებითერთგვარი წარსულში გასეირნება შეგიძლიათ მოუწყოთ თქვენს უცხოელ სტუმრებს.

4. მთაწმინდა (ფუნიკულიორი) - ერთ-ერთი ისტორიული ადგილი რომელიც 1905 წლიდან ემსახურება თბილისელებს და ტურისტებს, ეს არის 70 მეტრიანი საბაგირო გზა რომელსაც მთაწმინდაზე აყავხართ. მთაწმინდიდან იშლება საოცრად ლამაზი ხედები, განსაკუთრებული ეფექტი ღამით ელოდება უცხოელ სტუმრებს.

5. ქართული სამზარეულო და სტუმარ მასპინძლობა მსოფლიოში განთქმულია გემრიელი ტრადიციული კერძებით, სიმღერებით და ცეკვებით. ეს ყველაფერი ერთად წარმოდგენილია რესტორან კოლხეთში. მისი თითქმის 20 წლიანი ისტორია და ათასობით კმაყოფილი ქართველი თუ უცხოელი მომხმარებელი თამამად გვაძლევს უფლებას ვთქვათ: ეს არის ხარისხი რომელმაც დროს გაუძლო.