საზოგადოება
07.10.2016 / 08:10
შრიფტის ზომა:

არჩევნების დღეს რამდენიმე აკრძალვა მოქმედებს

არჩევნების დღეს რამდენიმე აკრძალვა მოქმედებს

არჩევნების დღეს კანონით დადგენილი რამდენიმე აკრძალვა მოქმედებს. კერძოდ, "საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, კენჭისყრის დღეს, უშუალოდ კენჭისყრის შენობაში, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მიერ საკუთარი წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა.

აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, ასევე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.

გარდა ამისა, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ ფოტო-ვიდეოგადაღება აწარმოონ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არ არის.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კუნძული, სადაც 81 წლის ადამიანებს ახალგაზრდებად მიიჩნევენ | Allnews.Ge

კუნძული, სადაც 81 წლის ადამიანებს ახალგაზრდებად მიიჩნევენ

საბერძნეთში, ათენიდან ცხრა საათის სავალ გზაზე ძალიან უჩვეულო კუნძული იკარია მდებარეობს. მისი მოსახლეობის ერთი მესამედი 90 ან მეტი წლისაა.

სარდინია იტალიაში, ნიკოია კოსტა-რიკაში, ოკინავა იაპონიაში, ლომა ლინდა კალიფორნიაში და იკარია საბერძნეთში. ეს არის ე.წ. ლურჯი ზონა - ხუთი ადგილი, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს ცხოვრობენ.

ამის მიზეზად ექსპერტები ხშირად ჯანმრთელ კვებას და ცხოვრების აქტიურ წესს ასახელებენ. მედიკოსები და ანთროპოლოგები, რომლებიც ლურჯი ზონის პროექტზე მუშაობენ, ასევე ახლო ნათესაური კავშირებს და რელიგიურ ჯგუფებში ჩართულობას აღნიშნავენ. იკარიელები ცდილობენ არ გაწყვიტონ კავშირი საკუთარ ოჯახებთან და მეზობლებთან, ხოლო მოხუცები საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ბებიები და ბაბუები შვილიშვილების გაზრდაში მონაწილეობენ ან ბიზნესს მართავენ.

"არ მოინდომოთ მეტი, ვიდრე თქვენ ნამდვილად გჭირდებათ. თუ თქვენ სხვების გშურთ, ეს მხოლოდ სტრესამდე მიგიყვანთ", - ამბობს 105 წლის იკარიელი იოანა პროიუ.

პენსიაზე გასული ექიმი ქრისტოდულოს ქსენაკისი იკარიაზე ახალგაზრდა კაცად მიიჩნევა, ის ხომ მხოლოდ 81 წლისაა. "ჩვენ დროს სხვა მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ არ ვნერვიულობთ. საქმე ყოველთვის გამოჩნდება, მაგრამ თუ შენ აკეთებ იმას, რაც ბედნიერებას განიჭებს შენ ან სხვებს, როგორ შეიძლება თავი უკეთ არ იგრძნო?" - მიიჩნევს ქსენაკისი.