ეკონომიკა
21.02.2018 / 12:02
შრიფტის ზომა:

ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენსა და ჩირზე თურქეთში დაწესებული კვოტები გაუქმდა

ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენსა და ჩირზე თურქეთში დაწესებული კვოტები გაუქმდა

ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირსა და სხვა პროდუქციაზე თურქეთში დაწესებული კვოტები გაუქმდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

ქართულ და თურქულ მხარეს მოლაპარაკების საბოლოო რაუნდი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის დელეგაციის შეხვედრა შედგა. ქართულ დელეგაციას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, თურქეთის დელეგაციას კი - ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ნიჰათ ზეიბექჩი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

უწყების ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირზე, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებსა და წვენებზე, საკვებ ინგრედიენტებზე დაწესებული კვოტები გაუქმდა. გარდა ამისა, კვოტები გაიზარდა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა თაფლი, რომელზეც თურქეთში მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კვოტები აგრეთვე გაიზარდა ცოცხალ ცხვარზე და თხაზე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

"მოლაპარაკების შედეგების შესაბამისად, ქართულ ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში," - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ვაჭრობა დაფარავს მომსახურებით ვაჭრობასაც, რომელზეც მოლაპარაკებები გაგრძელდება.

"დღეს საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან და ქართულ დელეგაციასთან ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოცულობითი განახლების საკითხი განვიხილეთ. შეხვედრა ძალზე პოზიტიური და ნაყოფიერი იყო. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობის სფეროში დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდეს, სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს და ურთიერთობა უფრო გაღრმავდეს," - განაცხადა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ.

დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნიჰათ ზეიბექჩიმ ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მეთოდის დროული ამოქმედება, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ექსპორტის მოცულობა.

მკითხველის კომენტარები
(1)

ვეტერანი
16 აგვისტო , 2017 12:08

თუ უნებართვო საამქრო იყო, რატომ მუშაობდა? აი მიზეზი.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამდენი წუთი ითვლება დაგვიანებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში | Allnews.Ge

რამდენი წუთი ითვლება დაგვიანებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

რამდენიმე დღის წინ საზოგადოება არა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში, არამედ მთელს მსოფლიოში გააოცა ლორდ მაიკლ ბეითსის გადაწყვეტილებამ, თანამდებობიდან გადამდგარიყო. ის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა. თავად გადადგომის სურვილში გასაოცარი არაფერია, თუმცა მან აღნიშნული გადაწყვეტილება ლორდეთა პალატაში რამდენიმე წუთით დაგვიანებისა და მისთვის დასმული კიხვებისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობის დაკარგვის გამო მიიღო. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ტერეზა მეიმ მინისტრის განცხადება გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა და მაიკლ ბეითსი კვლავ გააგრძელებს საკუთარ საქმიანობას. თუმცა აღნიშნული პრეცედენტი საკმარისი ბიძგი აღმოჩნდა, რომ დავინტერესებულიყავით, რომელ ქვეყანაში რამდენი წუთი ან თუნდაც საათი ითვლება დაგვიანებად.

როგორც აღმოჩნდა, ნიკარაგუაში ისევე, როგორც მთელს ლათინურ ამერიკაში, დროის მოქნილი კონცეპტი მოქმედებს. ეს კონცეპტი იმდენად მოქნილია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მას "ნიკარაგუის დროსაც" უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია დათქმულ დროს 5 წუთით 20 წუთით, ერთი საათით, ორი საათით ან ნებისმიერი დროით გადააჭარბოს.

იაპონიაში კი პირიქით, სასურველია, რომ დათქმულ დროზე 5 ან 10 წუთით ადრე მიხვიდე. ასე რომ, თუ სამსახურში დილის 9 საათზე უნდა გამოცხადდე და ზუსტად 9 საათზე მიხვალ, ეს იმას ნიშნავს, რომ დააგვიანე. ამიტომ არის რომ თუ მატარებელი 1 ან 2 წუთით გვიან მაინც მივა შესაბამისი სამსახური ბოდიშს აუცილებლად მოიხდის.

რუანდაში ასეთი გამოთქმაც კი არსებობს, რომელსაც იმ ადამიანების მისამართით იყენებენ, რომლებიც პუნქტუალურობას მკაცრადფ იცავენ. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, რომ ისინი ნამდვილი ევროპელებივით იქცევიან. ამიტომ, რუანდაში იშვიათი შემთხვევა სულაც არ არის შეხვედრაზე 11 საათზე მისვლა, რომელიც 9 საათზეა დაგეგმილი.

შრილანკაში კი შეხვედრის ადგილზე ან სამსახურში დროულად მისვლას ცუდი საგზაო მოძრაობა აფერხებს, რაც საცობებსა და გადატვირთულ გზებში გამოიხატება. ამიტომ თითქმის ყველა აგვიანებს სამსახურში მისვლას, ზოგიერთი ადამიანი ამ ქვეყანაში საკუთარ ქორწილშიც კი აგვიანებს.

გერმანია და გერმანელი ხალხი პუნქტუალურობით გამოირჩევა. აქ დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგალითად, როდესაც ვახშამზე 8 საათისთვის ხართ დაპატიჟებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მასპინძელი კარზე ზარის დარეკვას ზუსტად 8 საათზე ელის. თუ 5 წუთით მაინც გაგვიანდებათ მასპინძელს ამის შესახებ აუცილებლად უნდა შეატყობინოთ და თუკი მისვლა 5 წუთით ადრე მოგივიდათ იქვე ირგვლივ უნდა იხეტიალოთ და კარზე ზუსტად 8 საათზე დააკაკუნოთ.