პოლიტიკა
27.01.2017 / 06:01
შრიფტის ზომა:

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

 როგორც დაგპირდით, გია ცერცვაძე თავისუფალია, უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს, მათ შორის - თუკი ისინი თავისი ქართველები არიან, - ამის შესახებ გუშინ, გვიან საღამოს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა და გია ცერცვაძის გათავისუფლების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

პატიმრობიდან გათავისუფლებულ გია ცერცვაძეს ლუკიანოვსკის წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეკრებილი თანამებრძოლები ოვაციით შეხვდნენ. ცერცვაძემ მოკლე კომენტარი გააკეთა, მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს და განაცხადა, რომ "არ იცის რაზე ედავება რუსული მხარე".

ადვოკატი ქსენია პროკონოვა აცხადებს, რომ გია ცერცვაძის გათავისუფლების პარალელურად, მეორე ეტაპია გასავლელი, რომ ის რუსეთს არ გადასცენ. "ეს არის დროებითი პატიმრობის მოხსნა, რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვაზე კი საუბარი იქნება საექსტრადიციო შემოწმების დასრულების შემდეგ", - განაცხადა მარია პროკონოვამ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, გვიან ღამით განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ უკრაინელი კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადაციო წარმოება.

"გია ცერცვაძის მიმართ უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც, რომელიც ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეული პროცედურების განხორციელებას გულისხმობს. როგორც წინა დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ, გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები", - აღნიშნულია პროკურატურის განცახდებაში.

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა გია ცერცვაძემ პირველი შეხვედრა უკრაინაში საქართველოს ელჩთან, მიხეილ უკლებასთან გამართა.

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 15 იანვარს უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

6 ქვეყანა, რომელსაც აეროპორტი არ აქვს | Allnews.Ge

6 ქვეყანა, რომელსაც აეროპორტი არ აქვს

სხვა ქვეყანაში გამგზავრებისას პირველს რასაც ვაკეთებთ, თვითმფრინავის ბილეთის დაჯავშნაა, თუმცა საინტერესოა, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ქვეყანაში, სადაც მივდივართ, აეროპორტი საერთოდ არ არსებობს?

BusinessInsider-ი გთავაზობთ ქვეყნებს, რომელთაც აეროპორტი არ აქვთ:

რომის შუაგულში მდებარე პატარა ქალაქ-სახელმწიფოში, ვატიკანში აეროპორტი არ არის, თუმცა აქ მოხვედრა იტალიის დედაქალაქიდან ძალიან მარტივია. იგივე პრინციპია სან მარინოში მოგზაურთა მსურველთათვის, რადგან მათ იტალიიდან სან მარინოში გადასვლა თავისუფლად შეუძლიათ.

გარდა მოგზაურთათვის ამ ცნობილი მიმართულებებისა, კიდევ რამდენიმე ულამაზეს და ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყანაში გაგიკვირდებათ და აეროპორტი საერთოდ არ არსებობს. ესენია:

მონაკო

მონაკო ვატიკანის შემდეგ ერთ-ერთი ქვეყაზე პატარა ქვეყანაა, სადაც სამოგზაუროდ საფრანგეთის ქალაქში, ნიცაში მდებარე კოტ დაზურის საერთაშორისო აეროპორტიდან უნდა გადახვიდეთ.

ნიციდან მონაკოში გადასვლა კი თითქმის იმდენივე დროის მოითხოვს, რამდენსაც თბილისის ცენტრიდან მეზობელ ქალაქში, რუსთავში მოხვედრა, რადგან მანქანით ამ ციცქნა ქალაქში 25 წუთში მოხვდებით.

ლიხეტენშტეინი

ლიხტენშტეინში შეგიძლიათ, შვეიცარიაში მდებარე გალენ-ალტენჰინის აეროპორტიდან მოხვდეთ. აეროპორტიდან ლიხტენშეინის დედაქალაქამდე 38 კილომეტრია.

ანდორა

თუ გავითვალისწინებთ, რომ ანდორა პირენეის მთებზე მდებარეობს, აქ აეროპორტის აშენება ნამდვილად რთული უნდა იყოს, ამიტომ ანდორაში მოსახვედრად ესპანეთიდან და საფრანგეთიდან მიდიან.

ანდორასთან ყველაზე ახლო მიმართულება ესპანეთში კოსტა-ბრავას აეროპორტია.

აღსანიშნავია, რომ აერპოპორტი არც პალესტინის ტერიტორიაზეა, ამიტომ ქვეყანაში ისრაელიდან უნდა მოხვდეთ.