
ისლანდიურმა ავიაკომპანია WOW Air-მა ახალი ვაკანსია გამოაცხადა. კომპანია აპირებს, რომ ფული გადაუხადოს იმ ადამიანს, ვინც საცხოვრებლად ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში გადავა და ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში იმოგზაურებს.
საოცნებო ვაკანსია მოგზაურ გიდობას გულისხმობს. შერჩეული ადამიანი მუშაობას 1-ივნისიდან შეუდგება და მხოლოდ 15 აგვისტომდე იმუშავებს. ამ ორთვენახევრის განმავლობაში კომპანია 9500 ევროს ოდენობის ხელფასს გადაუხდის.
ტურისტი გიდი იმოგზაურებს მსოფლის იმ ქვეყნებში, სადაც ავიაკომპანია რეისებს ასრულებს. გიდი გაჩერდება ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, პარიზში, ბარსელონაში და ა.შ. მის მოვალეობაში შევა ვიდეოსიუჟეტების სოციალურ ქსელში ატვირთვა და მოგზაურობის შესახებ
ანგარიშის მომზადება. წაიკითხეთ გაგრძელება ვაკანსიის შესახებ