
This is a modal window.
აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისტორიული სახლების რეაბილიტაცია, რომლის დონორი მსოფლიო ბანკია და მისი ღირებულება დაახლოებით 3.7 მილიონი ლარია.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-18 და მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციას და მათი პირვანდელი იერ-სახით აღდგენას.
"იშვიათი არქიტექტურის ხის აივნიან სახლებს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობები და ქანობიანი სახურავები აქვს. ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება", - განმარტეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რაც შეეხება ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციას, მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.
"მუნიციპალური განვითარების ფონდი, 2019-2021 წლებში, ასევე გეგმავს დაბა აბასთუმანში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციას და ურბანული განახლების პროექტს. აბასთუმანში დაწყებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას",- განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
შეგახსენებთ, რომ ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის სისტემების ცდომილების და ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას წელიწადში დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს. დღევანდელი მდგომარეობით, ადგილზე 125 ადამიანია დასაქმებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისტორიული სახლების რეაბილიტაცია, რომლის დონორი მსოფლიო ბანკია და მისი ღირებულება დაახლოებით 3.7 მილიონი ლარია.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-18 და მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციას და მათი პირვანდელი იერ-სახით აღდგენას.
"იშვიათი არქიტექტურის ხის აივნიან სახლებს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობები და ქანობიანი სახურავები აქვს. ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება", - განმარტეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
რაც შეეხება ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციას, მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.
"მუნიციპალური განვითარების ფონდი, 2019-2021 წლებში, ასევე გეგმავს დაბა აბასთუმანში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციას და ურბანული განახლების პროექტს. აბასთუმანში დაწყებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას",- განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
შეგახსენებთ, რომ ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის სისტემების ცდომილების და ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას წელიწადში დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს. დღევანდელი მდგომარეობით, ადგილზე 125 ადამიანია დასაქმებული.
მკითხველის კომენტარები
(2)
კარგი საქმეა, წარმატებით განგეხორციელებინოთ! :)
ძალიან გამიხარდა