
"სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტიდან ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა. ამის შესახებ "ინტერფაქსს“ წყარომ განუცხადა.
"თვითმფრინავი, სავარაუდოდ, სოფელ არგუნოვოსთან ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების გადარჩენის შანსი არ არის", - განაცხადა სააგენტოს წყარომ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მანამდე, წყარომ "ინტერფაქსს" აცნობა, რომ "ან-148" ტიპის თვიტმფრინავი რადარებიდან გაქრა. ეკიპაჟთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ბორტზე 71 ადამიანი - 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
თვითმხილველებმა ექსტრემალურ სამსახურებს პოდმოსკოვიეში, რამენსკის რაიონში თვითმფრინავის ვარდნის შესახებ შეატყობინეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კალიფორნიაში, ინიოს მთებში მდებარე მოჩვენებათა ქალაქი თითქმის მილიონ დოლარად იყიდება. მეცხრამეტე საუკუნის მაღაროების ქალაქი 121 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული, ქალაქში 22 სხვადასხვა ტიპის ნაგებობაა, მათ შორის ისტორიული სასტუმრო, სამლოცველო, სალონი, მუზეუმი და მუშებისთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებელი.
ქალაქის ღირებულება 925 000 დოლარია. ის პირველი მნიშვნელოვანი წიაღისეულის მომპოვებელი ქალაქია, რომელიც სიერა ნევადას სამხრეთით მდებარეობს.
ათწლეულების განმავლობაში ქალაქი კერძო პირის ხელში იყო. როგორც ცნობილია, ოჯახმა, რომელიც ამ ისტორიულ ქალაქს ფლობს, დაწერა, რომ მოვიდა შესაფერისი დრო ქალაქის გასაყიდად.
"ქალაქი საკმაოდ კარგად არის დაცული წიაღისეულის უკანონო მომპოვებლებისგან, არტეფაქტების ქურდებისა და თავის მხრივ ბუნებისგანაც. შენობათა უმეტესობას რესტავრაცია ჩაუტარდა" - წერია სპეციალურ ვებსაიტზე, ghosttownforsale.com, რომელიც ქალაქის გაყიდვის მიზნით შეიქმნა.
საიტზე არ არს მითითებული არანაირი პირობა ქალაქის პოტენციური მყიდველებისთვის, თუმცა უძრავი ქონების აგენტი ჯეიქ რასმუსონი ამბობს, რომ იმედი აქვთ, ქალაქის ისტორიული იერსახე შენარჩუნდება და გაყიდვის შემდეგ ის მაინც ღია იქნება საზოგადოებისთვის.
ქალაქის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, მექსიკელმა მაღაროელებმა, რომლებმაც რეგიონი ვერცხლის პოვნის იმედად მოიარეს, ქალაქს Cerro Gordo დაარქვეს, რაც თარგმანში "მსუქან მთას" ნიშნავს.
საბოლოოდ ქალაქი 1880-იან წლებში ხანძრისა და ვერცხლზე ფასის კლების შემდეგ მიატოვეს.
წყარო: Independent
მკითხველის კომენტარები
(0)