28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მოგზაურობა
19.08.2018 / 07:08
შრიფტის ზომა:

"აეროპორტში დაგვტოვეს 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი" - რას ედავება ავიაკომპანია "ვიზეარს" ქართველი მგზავრი

ავიაკომპანია "ვიზეართან" დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილებას კიდევ ერთხელ გამოთქვამენ. AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი მგზავრი ბაქარ მაცაბერიძე დაუკავშირდა და გვიამბო, რომ თვითმფრინავმა, რომელიც 10 აგვისტოს მილანიდან ქუთაისის მიმართულებით გამოფრინდა, საქართველოს დააახლოებით, 18 მოქალაქე აეროპორტში დატოვა.

მაცაბერიძე ირწმუნება, რომ მგზავრებს არ დაუგვიანიათ, ბარგის ჩაბარების პროცესი ხელოვნურად გაიწელა და ამის გამო თვითმფრინავში ასვლა ვეღარ მოასწრეს.

"10 აგვისტოს მილანიდან ქუთაისის მიმართულებით ვბრუნდებოდით. ფრენა ადგილობრივი დროით 19:05 საათზე იყო. ჩვეულებისამებრ 2 საათით ადრე იწყება რეგისტრაცია. აეროპორტში მივედით და დაახლოებით 17:10 საათზე უკვე ბარგის ჩასაბარებლად რიგში ვიდექით. ძალიან ნელა მუშაობდნენ, გვემსახურებოდა მხოლოდ ორი თანამშრომელი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ეს პროცესი თანამშრომლებმა სპეციალურად გაწელეს. როდესაც უკვე გაფრენის დრო მოახლოვდა, დაახლოებით 18:30 საათზე, იმის ნაცვლად, რომ თანამშრომელი დაემატებინათ, პირიქით ერთმა დატოვა და მხოლოდ ერთმა გააგრძელა ბარგის ჩაბარება" - აცხადებს ბაქარ მაცაბერიძე.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას მგზავრი იხსენებს, რომ ბარგის ჩაბარება მან მხოლოდ 18:44 საათზე მოახერხა, მაშინ როცა ფრენა 19:05 იყო ჩანიშნული. მაცაბერიძის თქმით, უსაფრთხოებისა და პასპორტ-კონტროლის გავლის შემდეგ, გეითთან მისულ საქართველოს მოქალაქეებს ის უკვე დაკეტილი დახვდათ.

"როდესაც ჩემი რიგი მოვიდა უკვე 18:44 საათი იყო. ბარგის დატოვების შემდეგ, რა თქმა უნდა, გეითისკენ გავიქეცით. აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს აეროპორტი არის ძალიან დიდი და ერთი გასასვლელიდან მეორემდე მისასვლელად მანძილი კილომეტრზე მეტია. სწორედ ამიტომ, "ვიზეარს" საიტზე მითითებული აქვს, რომ ბარგის ჩაბარებიდან თვითმფრინავის გაფრენის დრომდე მგზავრს უნდა ჰქონდეს 40 წუთი.

მოკლედ, გავიარეთ უსაფრთხოების კონტროლი, პასპორტ კონტროლი და გეითთან მისულებს გეითი დაკეტილი დაგვხვდა. იქ იყვნენ საქართველოს სხვა მოქალაქეებიც, რომლებსაც აეროპორტის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თვითმფრინავი უკვე გაფრინდა. ეს იყო ტყუილი, რადგან თვითმფრინავი რეალურად გამოფრინდა 20:20 საათზე. ამ 1 საათის განმავლობაში იმით იყვნენ დაკავებული, რომ თვითმფრინავში ატანილ ჩვენს ბარგს ეძებდნენ გვარების მიხედვით და ყრიდნენ უკან. როგორც მე დავთვალე, ვინც იქ დარჩა და ვერ გამოვფრინდით, ვიყავით 18 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი.

შემდეგ როცა ფორუმებზე წავიკითხე ინფორმაცია, არაერთი ადამიანი წერს, რომ სხვადასხვა კომპანიის მიერ თურმე ბილეთების ორჯერ გაყიდვა ხდება და შესაძლოა ეს იყო მიზეზი. პირველ რიგში ვედავებით იმ კომპანიას, რომელსაც ჩვენი გადაყვანის ვალდებულება ჰქონდა. პასუხისმგებლობა მასზეა და კომპენსაციის საკითხი რომ დადგეს, მე აეროპორტს ვერ მივწერ. მე უნდა მივწერო კომპანიას, მისგან მოვითხოვო კომპენსაცია და მერე მან თუ უნდა აეროპორტისგან ამოიღოს, თუ უნდა პრეზიდენტისგან" - აღნიშნავს ბაქარ მაცაბერიძე.

მისივე თქმით, მილანის აეროპორტში დარჩენილმა საქართველოს მოქალაქეებმა დახმარებისთვის საკონსულოსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. როგორც ბაქარ მაცაბერიძე აღნიშნავს, საკონსულოს არ აინტერესებს როგორ ირღვევა სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უფლებები. მისივე განმარტებით, მათ ვერც "ვიზეარის" წარმომადგენლობასთან შეძლეს დაკავშირება და ვერც საკონსულოსგან მიიღეს დახმარება. წაიკითხეთ გაგრძელება AMBEBI.GE-ზე

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"აეროპორტში დაგვტოვეს 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი" - რას ედავება ავიაკომპანია "ვიზეარს" ქართველი მგზავრი | Allnews.Ge