ქვეყანა, სადაც ავტობუსში ბილეთს ბოთლით ყიდულობენ
ინდონეზიის ქალაქ სურაბაიაში ავტობუსში ფულის ნაცვლად პოლიეთილენის ბოთლებს იღებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს ბილეთის საფასურის გადახდა წყლის პოლიეთილენის ბოთლებით შეუძლიათ. ბილეთის გამოყენება 2-საათიანი მგზავრობისთვის არის განკუთვნილი.
იდეის მიზანი გარემოს პოლიეთილენის ნარჩენებისგან გასუფთავება და მოსახლეობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაა. პროექტი ფინანსურად მომგებიანი არ არის, თუმცა საკმაოდ ეფექტური გზაა პოლიეთილენის ნარჩენების შესამცირებლად.
თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება
როგორ ახერხებს ნორვეგია პოლიეთილენის 97%-ის გადამუშავებას
სამეცნიერო ჟურნალ Nature-ს მიხედვით, ინდონეზია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ზღვის წყლის პოლიეთილენის ნარჩნებით დაბინძურების კუთხით. ქვეყნის ოთხი მდინარე მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული მდინარეების ჩამონათვალში შედის.
სხვა ქალაქებში პოლიეთილენის ბოთლებისგან გარემოს გათავისუფლების მიზნით იმევე სისტემით ხელმძღვანელობენ, მაგალითად პეკინში მოსახლეობას პოლიეთილენის ბოთლით მატარებლის ბილეთის საფასურის გადახდა შეუძლია. სხვა ქვეყნებში კი პოლიეთილენის ბოთლებს სავაჭრო აპარატებში აბრუნებენ და ამის ნაცვლად ფულს იღებენ.