
რომში მდებარე ტრევის შადრევანს ხანგრძლივი ტრადიცია აქვს: თუ მასთან ზურგით დადგებით და მონეტას მარცხენა ხელით გადააგდებთ, რომში კიდევ ერთი მოგზაურობა გარანტირებული გაქვთ. ყოველდღიურად ამ ტრადიციას ათასობით ადამიანი მისდევს და მონეტებს შადრევანში ყრის, შედეგად კი კვირაში დაახლოებით 15 ათასი დოლარი, წელიწადში კი თითქმის 1 მილიონი დოლარი გროვდება.
ტრევის შადრევანში ერთ დღეში იმდენი მონეტა გროვდება, რომ რომის კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas-ს რამდენიმე საათი სჭირდება მათ ამოსაღებად და საჭიროების მქონე ადამიანებს შორის თანხის განაწილებისთვის. ორგანიზაციამ შადრევანში შეგროვებული მონეტებით 2008 წელს იაფფასიანი სუპერმარკეტიც კი გახსნა.
მაშინ როდესაც ტრევის შადრევანს მონეტებისგან გასუფთავება ყოველ დღე სჭირდება, სხვა ცნობილი შადრევნებიდან მონეტებს რამდენიმე თვეში ერთხელ იღებენ. მაგალითისთვის ლას-ვეგასში "ბელაჯიოში" მდებარე ტბაში ყოველწლიურად დაახლოებით 12 ათასი დოლარი გროვდება. მონეტებისთვის ამოსაღებად საკმაოდ ეფექტურ საწმენდ სისტემას - გიგანტურ მტვერსასრუტს იყენებენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მინესოტაში მდებარე Mall of America-ში მდებარე შადრევნებში კი თვეში დაახლოებით 2000$ აგროვებენ, თანხის დონაცია საქველმოქმედო და არაკომერციულ ორგანიზაციებში ხდება. რესტორნების ქსელ Rainforest Cafes-ში მდებარე შადრევნებში კი წელიწადში 25 ათასი დოლარი გროვდება, რომელიც გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა. ხოლო isney World-ში მდებარე შადრევნიდან 2014 წელს 18 ათასი დოლარი ამოიღეს, რაც მთლიანად მინდობით აღსაზრდელებს გადაეცათ.
9/11-ის მემორიალთან დაახლოებით 3 ათასი დოლარი გროვდება, მიუხედავად იმისა, რომ მნახველებს იქ მონეტების ჩაყრის ნებართვას არ აძლევენ.
საინტერესოა ასევე ჩიკაგოს ბუკინგემის შადრევანი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შადრევაბია, თუმცა, იქ წელიწადში მხოლოდ 200$ გროვდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რომში მდებარე ტრევის შადრევანს ხანგრძლივი ტრადიცია აქვს: თუ მასთან ზურგით დადგებით და მონეტას მარცხენა ხელით გადააგდებთ, რომში კიდევ ერთი მოგზაურობა გარანტირებული გაქვთ. ყოველდღიურად ამ ტრადიციას ათასობით ადამიანი მისდევს და მონეტებს შადრევანში ყრის, შედეგად კი კვირაში დაახლოებით 15 ათასი დოლარი, წელიწადში კი თითქმის 1 მილიონი დოლარი გროვდება.
ტრევის შადრევანში ერთ დღეში იმდენი მონეტა გროვდება, რომ რომის კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas-ს რამდენიმე საათი სჭირდება მათ ამოსაღებად და საჭიროების მქონე ადამიანებს შორის თანხის განაწილებისთვის. ორგანიზაციამ შადრევანში შეგროვებული მონეტებით 2008 წელს იაფფასიანი სუპერმარკეტიც კი გახსნა.
მაშინ როდესაც ტრევის შადრევანს მონეტებისგან გასუფთავება ყოველ დღე სჭირდება, სხვა ცნობილი შადრევნებიდან მონეტებს რამდენიმე თვეში ერთხელ იღებენ. მაგალითისთვის ლას-ვეგასში "ბელაჯიოში" მდებარე ტბაში ყოველწლიურად დაახლოებით 12 ათასი დოლარი გროვდება. მონეტებისთვის ამოსაღებად საკმაოდ ეფექტურ საწმენდ სისტემას - გიგანტურ მტვერსასრუტს იყენებენ.
მინესოტაში მდებარე Mall of America-ში მდებარე შადრევნებში კი თვეში დაახლოებით 2000$ აგროვებენ, თანხის დონაცია საქველმოქმედო და არაკომერციულ ორგანიზაციებში ხდება. რესტორნების ქსელ Rainforest Cafes-ში მდებარე შადრევნებში კი წელიწადში 25 ათასი დოლარი გროვდება, რომელიც გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა. ხოლო isney World-ში მდებარე შადრევნიდან 2014 წელს 18 ათასი დოლარი ამოიღეს, რაც მთლიანად მინდობით აღსაზრდელებს გადაეცათ.
9/11-ის მემორიალთან დაახლოებით 3 ათასი დოლარი გროვდება, მიუხედავად იმისა, რომ მნახველებს იქ მონეტების ჩაყრის ნებართვას არ აძლევენ.
საინტერესოა ასევე ჩიკაგოს ბუკინგემის შადრევანი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შადრევაბია, თუმცა, იქ წელიწადში მხოლოდ 200$ გროვდება.
მკითხველის კომენტარები
(0)