
ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი ინსულტის დიაგნოზით არის ჰოსპიტალიზებული. "ბიბისი"-ს ცნობით, 92 წლის პერესი კომატოზურ მდგომარეობაშია. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტის პოსტს 2007-2014 წლებში იკავებდა. ის ასევე, სხვადასხვა პერიოდში ისრაელის თავდაცვის, ფინანსთა, კავშირგაბმულობის, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
1994 წელს შიმონ პერესი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით ოპერირებას კომპანია OMNIBAS EXPRESS იწყებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გვაცნობეს, პირველი ოქტომბრიდან მგზავრებს საშუალება ექნებათ ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან მეორე სატრანსპორტო კომპანიის საშუალებითაც ისარგებლონ.
"ჩვენი პრიორიტეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მგზავრებისთვის. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ იმ სატრანსპორტო კომპანიებთან სერვისის გაუმჯობესებაზე, რომლებმაც ჩვენს აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის მიზნით ინტერესი გამოხატეს. ეს კომპანიებია: "ჯორჯიან ბასი", რომელიც მანამდე ექსკლუზიურად ოპერირებდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს მოემსახურება ახალი სატრანსპორტო კომპანია - "ომნიბას ექსპრესი". მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას და კომფორტულად მგზავრობას ექცევა. ხარისხიან მომსახურებას კი კონკურენცია უზრუნველყოფს", - აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 25 სექტემბრიდან ვებ გვერდებზე www.omnibus.ge / www.omnibusexpress.ge
მკითხველის კომენტარები
(9)
რომელ სულელს მოუვიდა აზრად ასეთი იდიოტური იდეა!
დედამიწა უბრალოდ იღუპება,ვისაც ფული აქვს გასაქცევს იმზადებს