29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გაიცანით ადამიანი, რომელმაც სახლი საკუთარ მანქანაში მოიწყო | Allnews.Ge

გაიცანით ადამიანი, რომელმაც სახლი საკუთარ მანქანაში მოიწყო

მას არ აქვს სახლი და საკუთარ ავტომობილზე ცხოვრობს. თილო ფოგელმა მანქანის სახურავზე დამონტაჟებულ კარავში ცხოვრება გადაწყვიტა და ახალ მოძრაობას დაუდო საფუძველი.

როცა ღამდება... როცა ადამიანები თავიანთ სახლებსა თუ ბინებში ბრუნდებიან... როცა გათბობას რთავენ ან ფანჯრებს აღებენ... მოკლედ, როცა საკუთარ ბუნაგებში კომფორტულად შეიყუჟებიან, თილო ფოგელი საკუთარი ავტომობილის სახურავზე ადის.

ყოველ საღამოს ასე ხდება. მნიშვნელობა არა აქვს, წვიმს, თოვს თუ სიცხეა - თილო მანქანის სახურავზე დამონტაჟებულ კარავში ძვრება და იქ იძინებს.

თილო ფოგელი 38 წლისაა და ფოტოგრაფი გახლავთ.

"ფორდ მონდეოს" უკვე 160 000 კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი
მანქანის სახურავზე დამონტაჟებული კარავი მისი საძინებელი ოთახია, თავად მანქანა კი - მისი ოფისი. მას მხოლოდ ეს ავტომობილი აქვს და მეტი არაფერი.

"როცა დაღლილი ვარ, გასათბობ საბანზე საძილე ტომრით ვწვები ხოლმე და თავს ყინვაშიც კი კარგად ვგრძნობ," - ამბობს თილო ფოგელი ღიმილით.

ის ხშირად იღიმის. ვერ ვიტყვი, რომ თავს უბედურად გრძნობს. თითქოს, მის ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურადაა. საკუთარი ბინა, ან სახლი ჰქონდა, რა თქმა უნდა, ჰქონდა - ოღონდ, ადრე.

მაცივარი იქ, სადაც სათადარიგო ნაწილების ადგილია
თილო ფოგელს უმაღლესი განათლება აქვს - მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა. მერე ფოტოგრაფიაც ისწავლა. 2015 წლამდე აახენში, 36-კვადრატულმეტრიან ბინაში ცხოვრობდა და საკუთარი ფოტო-სტუდიაც ჰქონდა, მაგრამ მაინც რატომღაც უკმაყოფილო იყო. "ფოტო-სტუდიაში საქმეები კარგად მიდიოდა, საკმაოდ ბევრი შეკვეთა მქონდა, მაგრამ ძალიან ბევრი მუშაობა მიწევდა, ხშირად ღამეებსაც კი ვათენებდი და ძალიან გადავიღალე. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ იმიტომ ხომ არ ვცხოვრობ, რომ ვიმუშავო?" - ამბობს ისევ ღიმილით.

გაყიდა სტუდიაც და ყველაფერი, რაც არ სჭირდებოდა. აღებული ფულის ნაწილით თავისი "ფორდ მონდეოს" ოფისად და სახლად გადაკეთება დაიწყო. სივრცე, სადაც სათადარიგო საბურავი დევს ხოლმე, მაცივრად გადააკეთა. ორი სავარძელი მანქანიდან ამოიღო. ნაცვლად ამისა, იქ საწერი მაგიდა დაამონტაჟა. პლუს სათავსო და კონტეინერი საბარგულში.

"ფორდის" თითოეული სანტიმეტრი გონივრულად აქვს გამოყენებული. ახლა კი ჰყავს მანქანა და რაც აქვს, ყველაფერი მანქანაშია. "მონდეოს" სახურავზე კი კარავია - თითქმის 2 მეტრი სიგრძის და მეტრნახევარი სიგანის კარავი, სადაც თეორიულად ორი ადამიანიც კი დაიძინებს.

წაიკითხეთ მეტი თილო ფოგელის შესახებ AUTOBILD.GE-ზე