30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მოგზაურობა
22.10.2018 / 10:10
შრიფტის ზომა:

მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი მიმდინარე კვირას გაიხსნება

ხიდი, რომლის მშენებლობა 20 მილიარდი დოლარი დაჯდა და რომელმაც ჰონგ-კონგი და მაკაო კონტინენტური ჩინეთის ქალაქ ჟუჰაისთან უნდა დააკავშიროს, CNN-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას გაიხსნება. ხიდის მშენებლობა უკვე 9 წელია მიმდინარეობს და ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი იქნება, რომელიც ზღვას გადაკვეთს.

როგორც მოსალოდნელია მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდის გახსნის ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი სი ძინპინი დაესწრება, ისევე როგორც სხვა მაღალჩინოსნები ჰონგ-კონგიდან და მაკაოდან.

55-კილომეტრიანი ხიდი 2016 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა, ტექნიკურად ეს მხოლოდ ახლა მოხერხდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

იდეის მომხრეები ამბობენ, რომ ხიდი ქალაქებს შორის არსებული მანძილის დასაფარად საჭირო დროს 3 საათიდან 30 წუთამდე შეამცირებს, რაც მაცხოვრებლებსა და ტურისტებს რეგიონში გადაადგილებას გაუადვილებს.

მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი მგზავრობის დროის შემცირებაზე კეთდება, კერძო მანქანების მფლობელ ჰონგკონგელებს ხიდის გადაკვეთის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე არ ექნებათ. მანქანის მძღოლების უმეტესობას მოუწევს ჰონგ-კონგის პორტში მანქანის გაჩერება და სპეციალურ ავტობუსში ან დაქირავებულ მანქანაში გადაჯდომა. მსგავსი ავტობუსებით ერთჯერადი მგზავრობა 8 -10 დოლარი ღირს და ფასი ძირითადად დამოკიდებულია დღის მონაკვეთზე.

პროექტი მწვავე კრიტიკის საგანი აღმოჩნდა, ვინაიდან ვერ დაინახეს კონტინენტურ ჩინეთთან და მაკაოსთან მსგავსი კავშირის აუცილებლობა. პირიქით გაჩნდა შიში, რომ ამის გამო ჰონგ-კონგი, შესაძლოა, კონტინენტური ჩინეთიდან წასული ტურისტებით გაივსოს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი მიმდინარე კვირას გაიხსნება | Allnews.Ge