29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მოგზაურობა
29.10.2018 / 11:10
შრიფტის ზომა:

დღეს სტამბოლში მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი იხსნება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

დღეს სტამბოლის ახალი აეროპორტი გაიხსნება და ის მსოფლიოში ყველაზე დიდი იქნება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი აეროპორტის გახსნისთანავე სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული რეისებისათვის უკვე დახურული იქნება და IATA-სგან მინიჭებულ კოდს - IST- ის სწორედ ამ ახალ აეროპორტს დაუთმობს.

სტამბოლის ახალ აეროპორტს, პირველ ეტაპზე, დიდი ტერმინალი ექნება. აეროპორტი წელიწადში 90 მილიონი მგზავრის გატარებას შეძლებს. სამომავლოდ აეროპორტს კიდევ 2 ტერმინალი და 3 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი შეემატება. ეს ყველაფერი კი აეროპორტს წელიწადში 200 მლნ მგზავრის გატარების საშუალებას მისცემს. პირველი ფრენა კი 31 ოქტომბერს განხორციელდება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ტერმინალი, რომელიც ახლა ამოქმედდება, იქნება მსოფლიოში ამ ტიპის ყველაზე დიდი შენობა და მასში განთავსდება: რეგისტრაციისთვის განკუთვნილი 13 ლოკაცია 468 სარეგისტრაციო დახლით; 114 თვითმომსახურების ჯიხური; 51 თვითმომსახურების ბარგის ჩასაბარებელი ჯიხური; 228 საპასპორტო საკონტროლო-გამშვები პუნქტი; 77 გასასვლელი; Duty Free-ს ზონა, რომელიც 55 ათას მ² ზე იქნება გადაჭიმული; 42 კმ-იანი საბარგო სისტემა, რომელსაც საათში 28,9 ათასი ერთეული ბარგის გადამუშავება შეუძლია.

რაც შეეხება სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტს, ის 2018 წლის ოქტომბრის ბოლოდან მხოლოდ კერძო ავიარეისებს, ოფიციალურ ვიზიტებსა და თურქეთის საჰაერო ადმინისტრაციას მოემსახურება. სტამბოლში მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებს საბიჰა გოქჩენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გაცილებით მცირე ზომისაა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დღეს სტამბოლში მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი იხსნება | Allnews.Ge