საზოგადოება
24.08.2018 / 07:08
შრიფტის ზომა:

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტებს შექმნის

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტებს შექმნის

საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის ჩვენ სამუშაო კვოტებს შევქმნით, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მერკელის განცხადებით, კვოტები გარკვეული სპეციალობებისთვის შეიქმნება, რომლის დეფიციტიც გერმანულ ბაზარზეა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ჩვენ ვამუშავებთ ახლა დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით, ჩამოვაყალიბებთ, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, მათ შორის გაძლიერდეს პროფესიული სკოლები მრავალი მიმართულებით. ამას გარდა, მნიშვნელოვანია გერმანული ენის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების მიღება, რათა ათვისებული და გაძლიერებული იქნას გერმანიაში აღიარებული პროფესიული ხელობა. ეს არის ძალიან რთული, რასაც ადამიანები ითვისებენ, სწავლობენ და ისევ და ისევ ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამის გამოყენება", - განაცხადა მერკელმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მყოფი ქართველებისთვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის მიცემის საკითხი მერკელთან დღევანდელ შეხვედრაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა დააყენეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ განუცხადა, მათ გერმანიის კანცლერისგან მიიღეს დაპირება, რომ გერმანია ამ კუთხით მუშაობას დაიწყებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გაიცანით ადამიანი, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოს ცურვით შემოუარა | Allnews.Ge

გაიცანით ადამიანი, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოს ცურვით შემოუარა

33 წლის როს ეჯლიმ დიდი ბრიტანეთს ირგვლივ ცურვით შემოუარა, ანუ მან შეძლო ის, რაც აქამდე ჯერ არავის გაუკეთებია. ამისთვის მას 157 დღე და ამ პერიოდის განმავლობაში 2879 კილომეტრის დაფარვა მოუხდა. გამოწვევებით სავსე გზაზე კი მას რამდენიმე შტორმის, მტკივნეული ყინვისა და მედუზებისგან მიღებული დამწვრობის გადატანა მოუხდა. მზისა და მარილიანი წყლის გამო მას სხეულზე წყლულები გაუჩნდა, ასევე განიცდიდა ძლიერ ტკივილს პირში, რასაც ბანანის დახმარებით უმკლავდებოდა.

"იმის გამო რომ მარილიან წყალში დღეში 12 საათს ვატარებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ენა მომძვრებოდა. ერთ დღეს გავიღვიძე და ენა ქვასავით მქონდა - აუტანელი იყო. მაშინ მოვსინჯე ბანანი და მან ტკივილი შემიმსუბუქა"- იხსენებს ექსტრემალი.

თავისი მარშრუტის უკანასკნელი კილომეტრნახევარი მან 300 სხვა მცურავთან ერთად გაცურა, რომელიც მას შეუერთდნენ, რათა ფინიშთან მისვლა უფრო სანახაობრივი და გრადიოზული გაეხადათ.

როს ეჯლიმ სახელი ექსტრიემისადმი სიყვარულით გაითქვა. მის სახელზეა რამდენიმე უცნაური რეკორდი, თავის ახალ თავგადასავალს კი მან ბრიტანეთის დიდი ცურვა უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან ზღვაში 5 თვე გაატარა, ფინიშთან მოსვლისას გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ცურვა არ მობეზრდა.

"ჯერ კიდევ არის რამდენიმე საინტერესო ადგილი სადაც გაცურვა შეიძლება გადავწყვიტო. თუ ბრიტანეთს ირგვლივ ცურვით შემოვუარე სავარაუდოდ სხვა რაღაცის მოსინჯვაც შემიძლია", - თქვა ეჯლიმ.

მომზადებულია BBC- მიხედვით