მოგზაურობა
27.03.2019 / 08:03
შრიფტის ზომა:

საელჩო კვიპროსში გამგზავრების მსურველებს მიმართავს

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

ბოლო პერიოდში კვიპროსის რესპუბლიკაში გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლიდან გამომდინარე, უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ რამდენიმე გარემოება გაითვალისწინონ:

უვიზო მიმოსვლის ფარგლებში კვიპროსის რესპუბლიკაში გამგზავრება დასაშვებია მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ტურისტულად, ოჯახის წევრების/ახლობლების მოსანახულებლად, საქმიანი შეხვედრების გასამართად, საერთაშორისო სემინარებში/კონფერენციებში/გამოფენებში ან მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, აგრეთვე სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის ჩასატარებლად.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

უვიზო მიმოსვლა არ ითვალისწინებს კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას.

უვიზო მიმოსვლით სარგებლობისას თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები: მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი, თანხა დღეზე მინიმუმ 50 ევროს ოდენობით (მასში არ შედის სასტუმროს თანხა).

ახლობელთან (რომელიც ლეგალურად იმყოფება კვიპროსში) სტუმრობის შემთხვევაში, სასტუმროს ჯავშნის ნაცვლად უნდა გქონდეთ მასპინძლისგან მოწვევა, სადაც აღნიშნული იქნება მისი საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი და ტელეფონის ნომერი) და თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა.

თუ კვიპროსში ყოფნისას დაგეგმილზე მეტი ხნით (მაგ. რამდენიმე დღით) გადაწყვეტთ დარჩენას, უნდა მიხვიდეთ შესაბამის ქალაქში არსებულ საიმიგრაციო სამსახურში, სადაც წარადგენთ ახალ დასაბრუნებელ ბილეთს.

გაითვალისწინეთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი შეიძლება ეთქვას როგორც მოუწესრიგებელი ან/და არასრული დოკუმენტაციის, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ მესაზღვრესთან გასაუბრებისას ვერ დაადასტურებს მგზავრობის მიზანს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის შეშვების შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამისი სახელმწიფოს მესაზღვრის კომპეტენციას და საელჩო/საკონსულო სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, ჩაერიოს და შეაცვლევინოს ადგილსამყოფელი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურს მიღებული გადაწყვეტილება.

bpn.ge

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საელჩო კვიპროსში გამგზავრების მსურველებს მიმართავს | Allnews.Ge