24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მოგზაურობა
15.04.2019 / 07:04
შრიფტის ზომა:

ტოკიომ უცხოელების დასაქმებისთვის ახალი სავიზო რეჟიმი აამოქმედა - ვის შეეძლება იაპონიაში მუშაობა

იაპონიაში მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა ახალი სავიზო რეგულაციები, რომლებიც უცხოელებს იაპონიაში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ამ გზით იაპონია ცდილობს შეავსოს მუშახელის დეფიციტი, რომელსაც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში მწვავედ განიცდის. როგოც DW წერს, საუბარია ათასობით სამუშაო ადგილზე, რომელიც ამჟამად თავისუფალია.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებით ბიზნეს სექტორი კმაყოფილია, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას უარყოფითად აფასებს. მათი აზრით, იაპონიაში მიგრანტების მასობრივი შემოდინება ქვეყანაში არსებულ სოციალურ ჰარმონიას დაარღვევს და ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მიგრანტებს იაპონიის ხელისუფლება ორი განსხვავებული სახის ვიზას სთავაზობს. თითოეული მათგანის მისაღებად მიგრანტებისათვის აუცილებელია ჰქონეთ მოწვევა იმ კომპანიიდან, სადაც ისინი სამომავლოდ აპირებენ დასაქმებას. მათ ასევე უნდა ჩააბარონ რამდენიმე სხვადასხვა ტესტი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იაპონური ენის გამოცდაა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვიზის პირველი ტიპი მოიცავს ინდუსტრიის 14 დარგში დასაქმებას, რომელთა შორისაცაა მომსახურების სფერო, დასუფთავება, მშენებლობა, თევზჭერა და ტექნიკის შეკეთება. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ვიზით დასაქმებულ ადამიანებს შეეძლებათ იაპონიაში იცხოვრონ და იმუშაონ მაქსიმუმ 5 წლის ვადით, რის შედეგადაც სურვილის შემთხვევაში ახალი ვიზის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ. ამასთანავე, უცხოელ მუშებს უფლება არ ექნებათ თან ოჯახის წევრები წამოიყვანონ.

რაც შეეხება ვიზის მეორე კატეგორიას, ის განკუთვნილი იქნება კონკრეტული დარგის სპეციალისტებისათვის, რომლებსაც უფლება ექნებათ იაპონიაში ოჯახის წევრებთან ერთად გადაცხოვრდნენ. იხილეთ გაგრძელება

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ტოკიომ უცხოელების დასაქმებისთვის ახალი სავიზო რეჟიმი აამოქმედა - ვის შეეძლება იაპონიაში მუშაობა | Allnews.Ge