10 საუკეთესო ქალაქი ახალი წლის შესახვედრად
ახალი წელი უამრავი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამიტომ ზოგიერთი ჩვენგანი მის დადგომამდე რამდენიმე კვირით ადრეც კი იწყებს მზადებას.
იმისათვის, რომ დამდეგი ახალი წელი განსაკუთრებული აღმოჩნდეს, გამოცემა СNN გთავაზობთ 10 საუკეთესო ადგილს ახალი წლის დღესასწაულის შესახვედრად:
სიდნეი, ავსტრალია
ახალი წლის სიდნეიში გატარება ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ახალი წლის დადგომის დროს ქალაქში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფოიერვერკების შოუს უშვებენ. თანაც ახალი წელი ავსტრალიაში ზაფხულში დგება და შესაბამისად, სტუმრებს ავსტრალიის სანაპიროებზე დასვენების საშუალებაც აქვთ.
ჰონგ-კონგი, ჩინეთი
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ჰონგ-კონგელთა უმეტესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იკრიბება. ამ დროს მთელი ქალაქის მასშტაბით იმართება სხვადასხვა კონცერტები, შოუები და მუსიკალური შეჯიბრებები.
ბანგკოკი, ტაილანდი
თუ გსურთ ახალ წელს აქტიურ, ხალხმრავალ და ხმაურიან გარემოში შეხვდეთ, მაშინ ბანგკოკს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ქალაქს განსაკუთრებით ღამის ცხოვრება გამოარჩევს, სადაც ახალი წლის დადგომას უამრავი ახალგაზრდა აღნიშნავს.
დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
დღეისათვის დუბაი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მულტიფუქცნიური ქალაქი, სადაც ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანი შეძლებს გასართობის მოძებნას. ახალი წლის არდადეგების დროს მთელი მსოფლიოდან აქ უამრავი ადამინი ჩამოდის.