05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კრიზისის გამო ავიაკომპანია Air France-მა სამსახურიდან 7 500 თანამშრომელი გაათავისუფლა | Allnews.Ge

კრიზისის გამო ავიაკომპანია Air France-მა სამსახურიდან 7 500 თანამშრომელი გაათავისუფლა

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო ავიაკომპანია Air France-მა სამსახურიდან 7 500 თანამშრომელი გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას Euronews ავრცელებს. ავიაკომპანიამ თანამშრომლების გაშვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ავიარეისების 95% შეჩერდა.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ასეთი დღე კომპანიისთვის 15 მილიონი ევროს ზარალს უდრის. გასულ თვეს საფრანგეთის ხელისუფლებამ ავიაკომპანის დახმარების სახით 7 მილიარდი ევრი გამოუყო, თუმცა ეს თანხა კრიზისის დასაძლევად და თანამშრომლების შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ კრიზისის დაძლევას და ჩვეულ რიტმში მუშაობას ისინი 2024 წლამდე ვერ შეძლებენ.