08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როდის განაახლებს Wizz Air ავიარეისებს? | Allnews.Ge

როდის განაახლებს Wizz Air ავიარეისებს?

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ავიარეისები პანდემიამდელ მდგომარეობას მალე დაუბრუნდება.

„როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს რეგულარული ავიამიმოსვლა. ოპერირებს „ეარფრანსი“, ასევე, ოპერირებს რეგულარულად „ლუფთჰანზა“ გერმანიიდან და რიგიდან გვაქვს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ავიახაზები "ჯორჯიან ეარვეისი" ახორციელებს ჩარტერულ რეისებს, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, შეუფერხებლად ჩამოვიდნენ ქვეყანაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე თუ როდის განაახლებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან ავიარეისებს, ქვრივშილმა განაცხადა:

"ეტაპობრივი გახსნის პრინციპიდან გამომდინარე, სხვადასხვა ავიაკომპანიები ემატებიან ჩვენს საჰაერო სივრცეს.  ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან მალე შევძლებთ გავზარდოთ ის სიხშირეები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი არ იქნება".