გამოცემა CNN 2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგს აქვეყნებს. სიაში პირველ ადგილს იაპონია იკავებს.
იაპონიის პასპორტით მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოგზაურობა 191 ქვეყანაში შეუძლიათ. მე-2 ადგილს სინგაპური იკავებს 190 ქვეყანაში გადაადგილების უფლებით.
რეიტინგის ათეული ასე გამოიყურება:
- იაპონია - 191 ქვეყანა;
-
- სინგაპური - 190 ქვეყანა;
-
- სამხრეთ კორეა და გერმანია - 189 ქვეყანა;
-
- იტალია, ფინეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი - 188 ქვეყანა;
-
- დანია და ავსტრალია - 187 ქვეყანა;
-
- შვედეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ირლანდია - 186 ქვეყანა;
-
- შვეიცარია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, ბელგია, ახალი ზელანდია - 185 ქვეყანა;
-
- საბერძნეთი, მალტა, ჩეხეთი, ავსტრალია - 184 ქვეყანა;
-
- კანადა - 183 ქვეყანა;
-
- უნგრეთი - 181 ქვეყანა.
-
რაც შეეხება საქართველოს, ის რეტინგში 51-ე ადგილზეა. ქართული პასპორტით 115 ქვეყანაში მოგზაურობაა უვიზოდ შესაძლებელი.