"მსოფლიოს უდიდესი სარკე"- ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილი
სალარ დე უიუნი - სამხრეთ ამერიკის მარილის ტბები, ერთ-ერთი ყველაზე ფენომენალური ღირსშესანიშნაობაა. თეთრი, მბზინავი მარილის უზარმაზარი სივრცე ბოლივიაში, ალტიპლანოს 10 582 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული და მისი დანახვა კოსმოსიდანაც შესაძლებელია. მარილის ფენები მოქცეულია დანალექ საბადოებს შორის, რომლებიც ტბის ცენტრში 10 მეტრ სიღრმეზე აღწევს.
საერთო ჯამში, აქ დაახლოებით 10 მილიარდი ტონა მარილია, თუმცა, ადგილობრივებისთვის ნამდვილი საგანძური მარილის საფარის ქვეშ არსებული ლითიუმია, რომელიც მსოფლიო მარაგის დაახლოებით 70%-ს წარმოადგენს. ამ მსუბუქი ლითონის მოპოვებაზეა დამოკიდებული ლეპტოპების, სმარტფონების და ელექტრო მანქანების ენერგია.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური კუთხე სავსეა ცოცხალი ფერადი ტბებით, ბუშტუკოვანი გეიზერებით, გიჟური კლდის წარმონაქმნებითა და ქინოას მწარმოებელი სოფლებით. მიუხედავად ტურისტების გამუდმებული სიმრავლისა, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ და ბუნებრივ პეიზაჟად რჩება.
წყლის თხელი ფენა, რომელიც ფარავს მარილს, მას "მსოფლიოს უდიდეს სარკედ" გარდაქმნის, რომელიც ცას ირეკლავს. საოცარი ანარეკლის ხილვა წელიწადის გარკვეულ თვეებშია შესაძლებელი, კერძოდ კი დეკემბრიდან აპრილამდე შუალედში, როდესაც ნალექი მატულობს.