როდის გაიხსნება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი - ბაქომ გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოსთან აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი სამოქალაქო პირებისთვის კვლავ დაკეტილია.
მინისტრთა კაბინეტმა დეკემბრის ბოლოს კორონაპანდემიური საკარანტინო რეჟიმი კიდევ ერთხელ, ამჯერად 2024 წლის 2 აპრილამდე გაახანგრძლივა.
ქვეყნის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან დაკეტილი რჩება. ბაქო აცხადებს, რომ კორონაპანდემიურ საკარანტინო რეჟიმს შეინარჩუნებს მანამ, „სანამ ეს საჭირო იქნება.“
აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს რესპუბლიკის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.
აგვისტოში საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სახმელეთო საზღვრების გახსნის თხოვნით მიმართეს.