Wizz Air-ის ბილეთების ფასი 50%-ით გაიზარდა - როგორ აისახება ეს ტურისტულ კომპანიებზე | Allnews.Ge

Wizz Air-ის ბილეთების ფასი 50%-ით გაიზარდა - როგორ აისახება ეს ტურისტულ კომპანიებზე

Wizz Air-ის ბილეთები თითქმის ყველა მიმართულებით მინიმუმ 50%-ით გაძვირებულია. ბილეთების ფასის ზრდას წინ უძღოდა ავიაკომპანიის პრობლემა Airbus-ის თვითმფრინავებში დაყენებული Pratt & Whitney-ის ძრავებთან დაკავშირებით და ათობით ფრენების შეწყვეტა ევროპის მასშტაბით.

მგზავრები Wizz Air-ს ხშირად მისი დაბალი ფასის გამო ირჩევდნენ. „ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, აისახა თუ არა საქართველოში არსებულ ტურისტულ კომპანიებზე ფასების ზრდა, გაიზარდა თუ არა ფასები ტურებზე და მგზავრთა რაოდენობა რა ნიშნულზეა.

როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ Oktravel-ის ოპერატორი, თამარ ფარცვანია აცხადებს, ზამთართან შედარებით, ტურების ღირებულება გაზრდილია 50%-ით, რაც უკავშირდება Wizz Air-ის ფასების ზრდას.

„ზამთრის პერიოდთან შედარებით, მომატებულია Wizz Air-ის ფასები დაახლოებით 50%-ით მაინც. ეს გავლენას არ ახდენს ჩვენს ტურისტულზე, ვისაც შეძენა სურს, მაინც ყიდულობს ბილეთებს. ზამთართან შედარებით ინდივიდუალური ტურების ღირებულება დაახლოებით 50%-ით გაიზარდა“, - განაცხადა თამარ ფარცვანიამ.

„ვოიაჟერ 365“-ის გენერალური დირექტორის ნუნუკა ბოკუჩავას თქმით, მომხმარებლები Wizz Air-ის ბილეთებს აღარ ყიდულობენ, რადგან მისი ფასი Pegasusu Airlines-ისა და turkish Airlines-ის ფასებს გაუტოლდა, შესაბამისად, მგზავრებს ურჩევნიათ მცირედი თანხა დაამატონ და ფრენა თბილისიდან განახორციელონ.

„მომხმარებლები რეალურად აღარ ყიდულობენ მათ ბილეთებს, ურჩევნიათ, რომ თბილისიდან წავიდნენ, რადგან Wizz Air ფასი გაუტოლდა პეგასუსს, თურქიშს და სხვა ავიაკომპანიებს. Wizz Air-ის საიტი საერთაშორისოა, ტურისტულებზეც იგივე ფასები აქვთ, შესაბამისად, Wizz Air სარგებლობისას გაიზარდა ტურების ფასები, მაგრამ მომხმარებლებს მაინც ურჩევნიათ, რომ პირდაპირი რეისით წავიდნენ და თანხა გადაიხადონ“, - ამბობს ნუნუკა ბოკუჩავა. იხილეთ სრულად

myquiz