Wizz Air-მა რამდენიმე მიმართულებით დაგეგმილი ფრენა გააუქმა - როგორ დავიბრუნოთ გადახდილი თანხა | Allnews.Ge

Wizz Air-მა რამდენიმე მიმართულებით დაგეგმილი ფრენა გააუქმა - როგორ დავიბრუნოთ გადახდილი თანხა

Wizz Air-ი არაერთი მიმართულებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ფრენებს აუქმებს - ამის შესახებ მგზავრები სოციალურ ქსელში წერენ.

მგზავრების ნაწილმა ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება ფრენის გაუქმების შესახებ უკვე მიიღო. ამ ეტაპისთვის ფრენები სხვადასხვა პერიოდში გაუქმდა ლარნაკის, სალონიკის, ათენის, ვენის, მადრიდისა და მილანის მიმართულებით.

გარდა ფრენების გაუქმებისა, მომხმარებლებს პრობლემა შეექმნათ ავიაკომპანიის აპლიკაციით სარგებლობისას, კერძოდ, მგზავრები ვერ ახერხებენ ფრენის თარიღის გადაცვლას.

„ბიზნესპრენიუსი“ დაუკავშირდა Wizz Air-ს ფრენის გაუქმების მიზეზების დასადგენად. ავიაკომპანიაში განგვიცხადეს, რომ ცვლილებები ყოველ ზაფხულს ხორციელდება და აღნიშნულიც ამის ნაწილია.

„ზოგადად ზაფხულის სეზონზე ცვლილებები ყოველ წელს არის, შარშან და შარშანწინაც იყო“, - გვითხრეს ავიაკომპანიაში.

myquiz