ვინ არის წყვილი, რომელიც ქორწილიდან პირდაპირ აქციაზე მივიდა?
გუშინ, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა რუსთაველის გამზირზე, სადაც მოსახლეობამ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი გააპროტესტა. აქციაზე მისულ უამრავ ადამიანს შორის იყვნენ ნეფე-პატარძალიც, რომელთა ფოტოებიც სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გააზიარა.
Ambebi.ge-მ გაარკვია, ვინ არის წყვილი, რომელიც აქციაზე პირდაპირ ქორწილიდან მივიდა. ჩვენი ინფორმაციით, სიძე დათა ჟღენტია, რომელსაც როგორც სოციალურ ქსელში აქვს მითითებული, პოლონეთში ცხოვრობს. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ წლების წინ დათა სტიქაროსანი იყო.
ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში წერს:
"ვინც იცნობთ დათას, გუშინდელ აქციაზე თავისივე ქორწილიდან მისულს, ყველამ იცით, თუ როგორი პატიოსანი, ლაღი და უბრალოდ, კარგი ადამიანია! ვინც არ იცით- იცოდეთ…
გუშინვე ბოტების არმია შეესია, მარხვაში ქორწილი როგორ შეიძლებაო?! უკაცრავად, მარხვაში სამშობლოს ღალატი, პირფერობა და “ვერცხლის მოყვარეობა” შეიძლება?", - წერს ბიჭის ახლობელი. იხილეთ სრულად