„ჩინელებს ეს ყველაფერი არ აინტერესებთ - ხევსურეთით თუ ვინმე დაინტერესდება, ისევ ევროპელები არიან“ | Allnews.Ge

„ჩინელებს ეს ყველაფერი არ აინტერესებთ - ხევსურეთით თუ ვინმე დაინტერესდება, ისევ ევროპელები არიან“

„ახლახანს დავბრუნდი ხევსურეთიდან და მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ხევსურეთში 30-50 უცხოელი ტურისტი დავთვალეთ, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია,“ - როგორც ტურიზმის ანალიტიკის სპეციალისტმა ია თაბაგარმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, იმისათვის, რომ ამ ადგილიდან ტურიზმმა ეკონომიკაში რამე წვლილი შეიტანოს, დაახლოებით 300-400 ტურისტია საჭირო.

„იმის გამო, რომ ხელისუფლებას მკვეთრად ანტიდასავლური კურსი აქვს აღებული, ამან ძალიან შეუშალა ხელი ევროპელი და ამერიკელი ტურისტების ჩამოსვლას საქართველოში. ქართული ტურიზმი, 25 წელი დასავლეთისკენ იყო მიმართული. უცებ, ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე, ყველაფერი გადათამაშდა ჩინეთზე. შეუძლებელია, რომ ახლა მთელი ბიზნესები გადაეწყოს ჩინეთზე - ეს გამოიწვევს დიდ კრიზისს.

უნდა ვიცოდეთ, რომ ჩინელებს ეს ყველაფერი არ აინტერესებთ. ხევსურეთით თუ ვინმე დაინტერესდება, ისევ ევროპელები არიან,“ - განაცხადა ია თაბაგარმა. იხილეთ სრულად