"ჩემი ახალი საქმიანობა გამომუშავებაზეა... არ ვზივარ ოფისში და დიდი სამუშაო სივრცე მაქვს" - რას საქმიანობს ზურიუს ბალანჩივაძემ "იმედიდან" წასვლის შემდეგ? | Allnews.Ge

"ჩემი ახალი საქმიანობა გამომუშავებაზეა... არ ვზივარ ოფისში და დიდი სამუშაო სივრცე მაქვს" - რას საქმიანობს ზურიუს ბალანჩივაძემ "იმედიდან" წასვლის შემდეგ?

ცოტა ხნის წინ ჟურ­ნა­ლის­ტმა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ზურა, ზუ­რი­უს ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი"და­ტო­ვა. ამ თე­მა­ზე მას მე­დი­ას­თან არ უსა­უბ­რია. რას საქ­მი­ა­ნობს ახლა, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ რა შე­იც­ვა­ლა მის ცხოვ­რე­ბა­ში და ენატ­რე­ბა თუ არა მისი პრო­ფე­სია, ამა­ზე AMBEBI.GE-ს ვრცლად ესა­უბ­რა.

"ჩემი დღე­ვან­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა არის ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლო­ბა, ანუ გი­დო­ბა, ასე­ვე კონ­ტენ­ტის შექ­მნა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში. ამას­თან, თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის, უბ­ნე­ბის, შე­ნო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს სხვა­დას­ხვა დამ­კვეთს ვთა­ვა­ზობ... ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად თბი­ლი­სი­სა და ტუ­რიზ­მის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს" - ამ­ბობს ზუ­რი­უ­სი.

- პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტის ცხოვ­რე­ბა­ში გი­დო­ბა, რო­გორ მო­ვი­და?

- 2016 წელს ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ლე­ვან გი­ორ­გა­ძემ თა­ვის­თან გი­დო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. მა­შინ ჩემ­თვი­საც და ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი ტუ­რიზ­მის­თვი­საც ახა­ლი ხილი იყო თბი­ლის­ში სა­ფეხ­მავ­ლო ტუ­რე­ბი. ეს არის ტუ­რე­ბი მოჭ­რი­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე, რო­მელ­საც ჰქვია Tbilisi Free Walking Tours. ეს აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია აშშ-ში, კა­ნა­და­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა­ზე მეტი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ამ ქვეყ­ნე­ბი­დან გვყავს... არა­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფა­სის მქო­ნე ტუ­რე­ბი ისე­თი სპე­ცი­ფი­კაა, სა­დაც გიდს კონ­კრე­ტულ თან­ხას არ უხ­დი­ან, - ტუ­რისტს რამ­დე­ნიც მო­ე­პო­ვე­ბა, იმ­დენს ტო­ვებს. როცა გიდ­მა არ იცის, ტუ­რი­დან რამ­დე­ნი დარ­ჩე­ბა, უფრო მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, ტუ­რისტს მე­ტად მო­ა­წო­ნოს თავი, მთე­ლი თა­ვი­სი რე­სურ­სი ჩარ­თოს და ტური უფრო დი­ნა­მი­კუ­რი გა­ხა­დოს.

4ae0e02e-8ce1-4dcc-9f48-d88900d6a524-29458-1725694881.jpeg

- ამ საქ­მე­ში შენ­თვის მთა­ვა­რი რა არის?

- პირ­ვე­ლი ის, რომ ეს პრო­ფე­სია, თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მაძ­ლევს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, სულ ტო­ნუს­ში ვარ, რად­გან საქ­მი­ა­ნო­ბა გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზეა. მე­ო­რე ისაა, რომ თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სპე­ცი­ფი­კაა, რად­გან არ ვზი­ვარ ოფის­ში და დიდი სა­მუ­შაო სივ­რცე მაქვს. მე­სა­მე, რაც ჩემ­თვის ასე­ვე მთა­ვა­რია, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ხალ­ხია. კო­მუ­ნი­კა­ცია ტუ­რის­ტებ­თან ძი­რი­თა­დად ინ­გლი­სუ­რად, ქარ­თუ­ლად და გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში - რუ­სუ­ლად მი­წევს. რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ტუ­რე­ბი იმ რუ­სე­ბის­თვი­საა, რომ­ლე­ბიც წლე­ბია, სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ და აქვთ ან­ტი­პუ­ტი­ნუ­რი გან­წყო­ბა, ან ის უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ვინც ინ­გლი­სუ­რი არ იცი­ან. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა სპე­ცი­ფი­კუ­რი გა­მოც­და უნდა გა­ი­ა­რონ, რომ მათ რუ­სუ­ლად ტური ჩა­ვუ­ტა­რო.

- ეს საქ­მე დღეს რა არის შენ­თვის?

- ყვე­ლა­ზე დიდი სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­თხრა სი­მარ­თლე. აქ სა­უ­ბა­რი მაქვს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზეც, რად­გან ვცხოვ­რობთ ბევ­რი მი­თი­სა და ზღაპ­რის გა­რე­მოც­ვა­ში. ეს თა­ვის­თა­ვად ცუდი არ არის, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ ტურ­ზე ათა­სი სა­ინ­ტე­რე­სო ლე­გენ­და მო­მის­მე­ნია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გენ­დე­ბის რე­ა­ლო­ბის­გან გა­მი­ჯვნა არ შეგ­ვიძ­ლია. ქარ­თულ ტუ­რებს უფრო იმი­ტომ ვა­ტა­რებ, რომ უკე­თეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვი­ცხოვ­როთ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ქარ­თულ ტუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნაკ­ლე­ბად მაქვს. ეს ტუ­რე­ბი იმის­თვი­საა, რომ ჩემ­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებს ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ედ­გო­მე­ბო­დეს.

- ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ ტუ­რე­ბის მი­მართ რამ­დე­ნად არის?

- არის. ალ­ბათ ამას გარ­კვე­უ­ლი დო­ზით ჩემი ფაქ­ტო­რიც გან­სა­ზღვრავს. ცნო­ბა­დო­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან, ტუ­რებ­თან მუ­შა­ო­ბით და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან და­მიგ­როვ­და. "ტიკ-ტოკ­ზე" 82.000 გა­მომ­წე­რი მყავს, „ინ­სტაგ­რამ­ზე“ – 47.000, "ფე­ის­ბუქ­ზეც" საკ­მა­ოდ. ამან იმა­ში და­მარ­წმუ­ნა, რომ შევ­ძე­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ თბი­ლი­სი იმა­ზე მე­ტად ამო­უც­ნო­ბია, ვიდ­რე ად­გი­ლობ­რივს, ე.წ. კა­რე­ნოი თბი­ლი­სელს ჰგო­ნია.

- და რო­გო­რია შენი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი თბი­ლი­სი?

- ქუ­თა­ის­ში და­ვი­ბა­დე. რო­დე­საც აქ ჩა­მო­ვე­დი, თბი­ლი­სი დიდი, უზარ­მა­ზა­რი იყო, მე­ში­ნო­და, არ გა­და­ვეყ­ლა­პე. თან იმ დროს ჩა­მო­ვე­დი, რომ ალა-ალაგ კრი­მი­ნა­ლუ­რი კუ­დე­ბი კი­დევ იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ბევ­რი სა­ში­ში რამ ხდე­ბო­და... თბი­ლი­სის გაც­ნო­ბა ყვე­ლა შრით და­ვი­წყე. ჩემ­თვის ერეკ­ლეს დრო­ინ­დე­ლი თბი­ლი­სი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის დრო­ინ­დე­ლი, გორ­გას­ლის დრო­ინ­დე­ლიც, ერ­თნა­ი­რად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სურ­ვე­ლია. მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­თან არ მაქვს. ჩემი ბავ­შვო­ბის წლე­ბი და თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი თბი­ლისს არ უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან ეგ პე­რი­ო­დი აქ არ გა­მივ­ლია. თბი­ლი­სის გაც­ნო­ბა უფრო სტუ­დენ­ტო­ბი­დან და­ვი­წყე. ქა­ლაქ­ში ჩემი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლე­ბი მაქვს, მა­გა­ლი­თად, მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო ჩემ­თვის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან კონ­კრე­ტულ მო­გო­ნე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოწ­ვე­ვებს, მაგ­რამ ეს 0,1%-ია, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა შრე ერ­თნა­ი­რად მიყ­ვარს.იხილეთ სრულად

ლალი ფაცია