საქართველოს ავიაბაზარზე ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის - რა ეღირება მგზავრობა | Allnews.Ge

საქართველოს ავიაბაზარზე ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის - რა ეღირება მგზავრობა

2025 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს. იხილეთ სრულად