როგორ გამოიყურება მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი, რომელიც ფეშენებელურ სასტუმროდ გადააქციეს (+ფოტო)
1940-იანი წლების დასაწყისში ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით ბუნკერი - Flakturm IV ჰამბურგის მკვიდრთა დასაცავად შეიქმნა.
ნაცისტური სამხედრო ძლევამოსილების სიმბოლო, რეჟიმის დაცემის შემდეგ, თითქმის ურღვევი დარჩა.
ჰამბურგის ბუნკერი, 110 მილიონ დოლარიანი განახლების შემდეგ ხელახლა დაიბადა.
წარმოგიდგენთ შენობის ისტორიას:
1940 წელს ბერლინზე მოკავშირეთა საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ადოლფ ჰიტლერმა ბრძანა აეშენებინათ კოშკები/ბუნკერები. ბუნკერი ფიურერის მთავარი არქიტექტორის, ფრიდრიხ ტამსის მიერ შემუშავდა.
ბუნკერს ჰქონდა საკუთარი ელექტროენერგია და წყალი, ასევე სრულად მოქმედი 95-საწოლიანი საავადმყოფო. შენობა შეიარაღებული იყო სახურავზე დამონტაჟებული ოთხი საზენიტო იარაღით.
Flakturm IV დღემდე არის ერთ-ერთი უდიდესი ბუნკერი, რომელიც ოდესმე აშენებულა. მასში 18,000 ადამიანის განთავსება იყო შესაძლებელი, ხოლო 1943 წელს, შენობაში 25,000-მდე ჰამბურგელო იმყოფებოდა.
ომის შემდეგ, Flakturm IV გადაურჩა განადგურებას, რადგან მას უსახლკაროთა თავშესაფრად იყენებდნენ. საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი ხელუხლებლად დატოვების შესახებ.
1946 წელს შენობა გადაკეთა Axel Springer-ის გამომცემლობად.
იყო პერიოდი, როდესაც შენობა ქალთა თავშესაფრად იყო გადაკეთებული. ასევე გამოიყენებოდა, როგორც ჩაის და სანელებლების საწყობად. იხილეთ სრულად