განიხილება თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტა? - ევროკავშირის ელჩის პასუხი | Allnews.Ge

განიხილება თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტა? - ევროკავშირის ელჩის პასუხი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო მო­ახ­ლო­ე­ბულ სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭოს შეხ­ვედ­რა­ზე 16 დე­კემ­ბერს, ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი მა­გი­და­ზეა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­წყვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის რე­ა­გი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის სა­კი­თხი, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­წყვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხი რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნი­ხი­ლეს ბოლო დროს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო მო­ახ­ლო­ე­ბულ სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭოს შეხ­ვედ­რა­ზე 16 დე­კემ­ბერს. ვფიქ­რობ, მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­გი­ზი­ა­რებთ ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

რისი თქმაც შე­მიძ­ლია არის ის, რომ ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი მა­გი­და­ზეა. ეს არის ის, რა­საც ბევ­რი თვეა ვამ­ბობთ და ეს ვა­რი­ან­ტე­ბი ასე­ვე მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­წყვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მაგ­რამ ამას გა­ნი­ხი­ლავს და გა­და­წყვეტს ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს, სად სურს მათი ქვე­ყა­ნა იყოს.

"ჩემი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა, ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ქარ­თველ ხალ­ხს, ჩვენ და­გე­ლო­დე­ბით. ეს არის თქვე­ნი ქვე­ყა­ნა, თქვენ უნდა გა­და­წყვი­ტოთ, სად გსურთ ის იყოს. პი­რა­დად ჩემ­თვის ეს არის ნამ­დვი­ლად გულ­სატ­კე­ნია. მახ­სოვს, 2 წლის წინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი, ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და: „სა­ქარ­თვე­ლო ეკუთ­ვნის ევ­რო­კავ­შირს, ევ­რო­კავ­ში­რი სრულ­ყო­ფი­ლი არ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე“. ეს იყო ჩვე­ნი აქ მუ­შა­ო­ბის, ჩემი, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის აქ მუ­შა­ო­ბის გზამ­კვლე­ვი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვა­მა­ყობ­დი, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა კარი გა­უ­ღო სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვა­ნი­ჭეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნის კან­დი­და­ტი სტა­ტუ­სი და რაც გუ­შინ მოხ­და აშ­კა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წინა მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კას, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა წინა მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კას, ის ასე­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბის სურ­ვილს. მაგ­რამ, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა, სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სა­წყვე­ტია, სურს თუ არა მიჰ­ყვეს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და გულ­სატ­კე­ნია“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

კერ­ძოდ, მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კითხს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე, 2028 წლის ბო­ლომ­დე უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან.