
სურსათის ეროვნული სააგენტო ციტრუსის მქონე მოსახლეობას ურჩევს, ბაღების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელონ და ფაროსანას აღმოჩენის შემთხვევაში, პესტიციდები გამოიყენონ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, ფაროსანა დაფიქსირდა ციტრუსოვან კულტურებშიც, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ეს იყო სხვა კულტურებში.
ზურაბ ლიპარტია ფერმერებს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პესტიციდს გამოიყენებენ, აუცილებლად უნდა დაიცვან "ლოდინის პერიოდი", რაც იმაში მდგომარეობს, რომ ევროპული მონაცემებით, ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე 21 დღე უნდა გავიდეს, რომ არ მოხდეს მავნე ნივთიერებების პროდუქციაში დაგროვება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ზოგიერთ ადგილებში ციტრუსებშიც აღინიშნებოდა ფაროსნების არსებობა, მაგრამ არა ისეთი ოდენობით, როგორც ეს სხვა კულტურებში იყო, რადგანაც ამ პერიოდში უკვე ფაროსანების დიდ ნაწილს დასრულებული აქვს კვების ციკლი და ეძებს თავშესაფარს, მცირე ნაწილი კი, რომელიც ჯერაც აგრძელებს კვებას, აღინიშნებოდა ციტრუსებშიც.
რისკი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ციტრუსთან დაკავშირებით გავითვალისწინეთ და პირველ რიგში, პესტიციდები გადავეცით აჭარის, გურიის და სამეგრელოს ნაწილს, სადაც ციტრუსია. პრეპარატები ოჯახებს დაახლოებით 2 კვირის წინ დაურიგდა. 1 ლიტრი საკმარისია 2 ჰექტარი ტერიტორიის დასამუშავებლად. აუცილებელია ბაღებში მონიტორინგი, დათვალიერება ყოველდღიურ რეჟიმში და ფაროსნების აღმოჩენის შემთხვევაში მათ უნდა შეწამლონ ბაღები", - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.
ლიპარტია ფიქრობს, რომ წელს, ციტრუსთან დაკავშირებით, პრობლემა არ უნდა იყოს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჯულიან ასანჟი მზად არის პოლიციას ჩაბარდეს, თუ გაერო-ს კომისია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ შეტანილ მის საჩივარს არ დააკმაყოფილებს "ვიკილიკსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი მზად არის, ბრიტანულ პოლიციას ჩაბარდეს, თუ გაერო-ს კომისია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ შეტანილ მის საჩივარს არ დააკმაყოფილებს.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, თავისუფლების უკანონო აღკვეთის საკითხზე მომუშავე გაერო-ს კომისია ასანჟთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ხვალ ჟენევაში გამოაქვეყნებს.
"თუ გაერო ხვალ განაცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ საქმე წავაგე, საელჩოდან გამოვალ და ბრიტანულ პოლიციას ჩავბარდები, რადგან საქმის გასაჩივრებას აზრი აღარ ექნება", - ნათქვამია ასანჟის განცხადებაში.
"ვიკილიქსის" ვებგვერდი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა ამერიკული სახელმწიფო უწყებების საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა.
შვედეთში ექსტრადირების თავიდან ასაცილებლად, 44 წლის ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. შვედეთში მას ორი ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და მის ექსტრადირებას ითხოვენ. თავად ასანჟი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
მკითხველის კომენტარები
(0)