01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ცხელ წერტილს გაქცეული ათასობით სირიელი თურქეთის საზღვარზე | Allnews.Ge

ცხელ წერტილს გაქცეული ათასობით სირიელი თურქეთის საზღვარზე

თურქეთის საზღვარს სირიელი ლტოლვილების ახალი ნაკადი მიადგა. 35 000-მა სირიელმა ქვეყანა გასულ კვირას ქალაქ ალეპოში განხორციელებული იერიშების შემდეგ დატოვა და თურქეთში გადასვლა სცადა. თუმცა, "ბიბისის" ცნობით, თურქეთმა მათი უმრავლესობისთვის საზღვარი დაკეტა. ევროკავშირის ლიდერები კი ანკარას მათი მიღებისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის თავშესაფრის მაძიებლები საზღვარზე არიან გაჩერებულები. მათ დახმარებას ჰუმანიტარული ორგანიზაციები ცდილობენ.

გაეროს მონაცემებით, მხოლოდ გასულ კვირას ქალაქ ალეპოში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად 40 000 ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. ეს მას შემდეგ რაც რუსეთმაც დაიწყო იერიშები სირიის ტერიტორიაზე. როგორც მოსკოვში აცხადებენ, მათი ავიადარტყმების მიზანს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებას მიაჩნია, რომ კრემლი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის დახმარებას ცდილობს.

"პუტინს მოსწონს, როდესაც საკუთარ თავს წესრიგის დამამყარებლად წარმოაჩენს. თუმცა, მისმა პოლიტიკამ უფრო მეტი ქაოსი გამოიწვია, ევროპას კი ეს ძვირი უჯდება", - წერს "გარდიანი".

სირიაში ყველაზე ცხელ წერტილს ამჟამად ქალაქი ალეპო წარმოადგენს. სამთავრობო ძალები და მათი მოკავშირეები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ამბოხებულების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას განაგრძობენ, ამას ემატება რუსული სამხედრო საჰაერო ტექნიკის იერიშები. ~

"სიენენის" ცნობით, დაპირისპირების პარალელურად, ქალაქში ამ დრომდე 320 000 ადამიანი ცხოვრობს. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხელ წერტილებში დარჩენილი მოსახლეობა საწვავისა და საკვების დეფიციტს განიცდის. მათი ნაწილი კი დაპირისპირების გამო, ქალაქის დატოვებასაც ვერ ახერხებს.