მსოფლიო
12.02.2016 / 10:02
შრიფტის ზომა:

ჯორჯ სოროსის თქმით, რუსეთი 2017 წელს გაკოტრდება

"პუტინის რეჟიმს 2017 წელს გაკოტრება ემუქრება, როცა რუსეთს საგარეო ვალის გასტუმრების დრო დაუდგება, პოლიტიკური მღელვარება კი შესაძლოა, უფრო ადრეც დაიწყოს",- წერს სოროსი Project Syndicate-სთვის დაწერილ ბლოგში.

ამერიკელი ფინანსისტი ბლოგში ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის პოპულარობა ძირითადად "საზოგადოებასთან დადებულ კონტრაქტს" ეყრდნობა, რომლის თანახმად, პუტინმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა და ცხოვრების დონის ზრდა.

"თუმცა, დასავლური სანქციებისა და ნავთობზე ფასების ვარდნის გამო რუსეთის ხელისუფლებას არცერთი ამ მოთხოვნის შესრულება არ შეუძლია. რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7%-ს შეადგენს და ხელისუფლებამ ის 3%-მდე უნდა შეამციროს, რომ ინფლაციაზე კონტროლი არ დაკარგოს", - წერს სოროსი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამერიკელი მილიარდერი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინის რეჟიმისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება დაშლის თავიდან ასაცილებლად, ეს ევროკავშირის უფრო ადრე დაშლის პროვოცირებაა.

"დანაწევრებული ევროკავშირი უძლური იქნება შეინარჩუნოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. მეორეს მხრივ, პუტინი შეძლებს მიიღოს ეკონომიკური უპირატესობა დაყოფილი ევროპისგან და გამოიყენოს საკუთარი კომერციული მიზნებისათვის", - აღნიშნავს სოროსი.

ამასთან ერთად, ამერიკელი ფინანსისტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ევროპისთვის უფრო მეტი საფრთხეა, ვიდრე ე.წ. "ისლამური სახელმწიფო".

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ჯორჯ სოროსის თქმით, რუსეთი 2017 წელს გაკოტრდება | Allnews.Ge