
შვედეთის სააპელაციო სასამართლომ WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დაკავების ორდერი ძალაში დატოვა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
ჯულიან ასანჟს შვედეთში გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, რასაც თავად ასანჟი კატეგორიულად უარყოფს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
45 წლის ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში, ეკვადორის საელჩოს ტერიტორიაზე ცხოვრობს. შვედეთის სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტამდე ასანჟმა განაცხადა, რომ ჩაბარდება იმ შემთხვევაში, თუ აშშ WikiLeaks-ის ინფორმატორს, ყოფილ ოფიცერს ჩელსი მენინგს შეიწყალებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გერმანიაში დარეგისტრირებული ათასობით ლტოლვილი გაუჩინარდა, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" გამოცემა "ზიუდდოიჩე ცაითუნგზე" დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, გასულ წელს დარეგისტრირებული 130 000 ლტოლვილი, რაც 13 პროცენტს შეადგენს, თავშესაფარში არ მისულა. გერმანულმა გამოცემამ აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიპოვა.
როგორც უწყებაში გამოცემას განუცხადეს, ლტოლვილების გაუჩინარების მიზეზი, შესაძლოა, სხვა ქვეყანაში გადასვლა იყოს.
"დუბლინის რეგულაციით", თავშესაფრის მაძიებელზე ევროკავშირის ის ქვეყანაა პასუხისმგებელი, სადაც ლტოლვილი პირველად ჩავა. თუმცა, ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო, ევროკავშირის ქვეყნები ვეღარ აკონტროლებენ თავშესაფრის მაძიებელთა გადაადგილებას.
მკითხველის კომენტარები
(1)
გენაცვალე ნაწილებში. აუცილებლად უნდა შევიდეს შეიარაგებაში მასიურად