საზოგადოება
12.10.2017 / 08:10
შრიფტის ზომა:

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასგან დაცვის მიზნით, ციტრუსის ბაღების შეწამლვას ურჩევს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასგან დაცვის მიზნით, ციტრუსის ბაღების შეწამლვას ურჩევს

სურსათის ეროვნული სააგენტო ციტრუსის მქონე მოსახლეობას ურჩევს, ბაღების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელონ და ფაროსანას აღმოჩენის შემთხვევაში, პესტიციდები გამოიყენონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, ფაროსანა დაფიქსირდა ციტრუსოვან კულტურებშიც, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ეს იყო სხვა კულტურებში.

ზურაბ ლიპარტია ფერმერებს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პესტიციდს გამოიყენებენ, აუცილებლად უნდა დაიცვან "ლოდინის პერიოდი", რაც იმაში მდგომარეობს, რომ ევროპული მონაცემებით, ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე 21 დღე უნდა გავიდეს, რომ არ მოხდეს მავნე ნივთიერებების პროდუქციაში დაგროვება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ზოგიერთ ადგილებში ციტრუსებშიც აღინიშნებოდა ფაროსნების არსებობა, მაგრამ არა ისეთი ოდენობით, როგორც ეს სხვა კულტურებში იყო, რადგანაც ამ პერიოდში უკვე ფაროსანების დიდ ნაწილს დასრულებული აქვს კვების ციკლი და ეძებს თავშესაფარს, მცირე ნაწილი კი, რომელიც ჯერაც აგრძელებს კვებას, აღინიშნებოდა ციტრუსებშიც.

რისკი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ციტრუსთან დაკავშირებით გავითვალისწინეთ და პირველ რიგში, პესტიციდები გადავეცით აჭარის, გურიის და სამეგრელოს ნაწილს, სადაც ციტრუსია. პრეპარატები ოჯახებს დაახლოებით 2 კვირის წინ დაურიგდა. 1 ლიტრი საკმარისია 2 ჰექტარი ტერიტორიის დასამუშავებლად. აუცილებელია ბაღებში მონიტორინგი, დათვალიერება ყოველდღიურ რეჟიმში და ფაროსნების აღმოჩენის შემთხვევაში მათ უნდა შეწამლონ ბაღები", - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

ლიპარტია ფიქრობს, რომ წელს, ციტრუსთან დაკავშირებით, პრობლემა არ უნდა იყოს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები, შესაძლოა, გულშემატკივრების გარეშე გაიმართოს | Allnews.Ge

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები, შესაძლოა, გულშემატკივრების გარეშე გაიმართოს

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების ჩატარების ადგილი, შესაძლოა, ტერორიზმის საფრთხის გამო შეიცვალოს. ამის შესახებ "ესოშიეტედ პრესი" წერს.

გავრცელებული ცნობით, თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, შეიცვალოს ჩემპიონატის ჩატარების თარიღიც ან იგი მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. შესაბამისი საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასული წლის ნოემბერში თვითმკვლელმა ტერორისტებმა საფრანგეთსა და გერმანიას შორის ამხანაგური მატჩის დროს "სტად დე ფრანსზე" შესვლა სცადეს. მათ სტადიონის გარეთ ასაფეთქებელი მოწყობილობა პარიზში ორგანიზებული ტერაქტების ფარგლებში გაააქტიურეს. პარიზის ტერაქტების შემდეგ საფრანგთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, იგი 26 მაისამდე შენარჩუნდება.

"შესაძლოა, მატჩები გადაიდოს უსაფრთხოების მიზნით ან ტერორისტული თავდასხმების რისკების გამო. თუ უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იქნება, შესაძლოა, მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდეს. თუმცა, ამ დროისთვის ექსტრემიზმის საფრთხისა და განგაშის ნიშნები არ არსებობს", - განაცხადა უეფა-ს საშეჯიბრო კომიტეტის დირექტორმა, მარტინ კალენმა.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 10 ივნისს საფრანგეთში დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება. 32 დღის განმავლობაში 51 თამაში შედგება 10 სხვადასხვა სტადიონზე.