
ინდოეთის ქალაქ კოლკატაში ქალი მეორე სართულიდან გადახტა, იმისათვის რომ თავიდან აეცილებინა გაუპატიურება. ამის შესახებ "ბიბისი" წერს. გავრცელებული ცნობით, მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში მონაწილე სამი მამაკაცი დაკავებულია.
როგორც ინდოეთის პოლიციაში აცხადებენ, გოგონა წვეულებაზე იყო, როდესაც მისი გაუპატიურება სამმა მამაკაცმა სცადა. გადახტომის შემდეგ, გოგონა მეზობლებმა გადაარჩინეს. მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. მსხვერპლს პოლიციაში სარჩელი ჯერ ოფიციალურად არ დაუწერია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სექსუალური ძალადობის შემთხვევები ინდოეთში ხშირია. მსოფლიო მედია ამ თემას განსაკუთრებით აქტიურად მას შემდეგ აშუქებს, რაც 2012 წლის დეკემბერში დედაქალაქ დელიში 23 წლის გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს და მოკლეს. მომხდარმა ადგილობრივ და გლობალურ დონეზე დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რასაც ინდოეთში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრება მოჰყვა.
თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მკაცრმა კანონმა გაუპატიურების შემთხვევების შემცირება ვერ გამოიწვია. პირიქით, პოლიციაში შეტანილი განაცხადების რიცხვი გაუპატიურების შესახებ იზრდება. კერძოდ, 2012 წელს ინდოეთში სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციაში დაახლოებით 25 000 განაცხადი დარეგისტრირდა, 2013 წელს - 34 000, 2014 წელს კი 37 000.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ინდოეთის ქალაქ კოლკატაში ქალი მეორე სართულიდან გადახტა, იმისათვის რომ თავიდან აეცილებინა გაუპატიურება. ამის შესახებ "ბიბისი" წერს. გავრცელებული ცნობით, მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში მონაწილე სამი მამაკაცი დაკავებულია.
როგორც ინდოეთის პოლიციაში აცხადებენ, გოგონა წვეულებაზე იყო, როდესაც მისი გაუპატიურება სამმა მამაკაცმა სცადა. გადახტომის შემდეგ, გოგონა მეზობლებმა გადაარჩინეს. მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. მსხვერპლს პოლიციაში სარჩელი ჯერ ოფიციალურად არ დაუწერია.
სექსუალური ძალადობის შემთხვევები ინდოეთში ხშირია. მსოფლიო მედია ამ თემას განსაკუთრებით აქტიურად მას შემდეგ აშუქებს, რაც 2012 წლის დეკემბერში დედაქალაქ დელიში 23 წლის გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს და მოკლეს. მომხდარმა ადგილობრივ და გლობალურ დონეზე დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რასაც ინდოეთში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრება მოჰყვა.
თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მკაცრმა კანონმა გაუპატიურების შემთხვევების შემცირება ვერ გამოიწვია. პირიქით, პოლიციაში შეტანილი განაცხადების რიცხვი გაუპატიურების შესახებ იზრდება. კერძოდ, 2012 წელს ინდოეთში სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციაში დაახლოებით 25 000 განაცხადი დარეგისტრირდა, 2013 წელს - 34 000, 2014 წელს კი 37 000.
მკითხველის კომენტარები
(0)