ირანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა
ირანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ირანის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტების გამოცდის ამოცანა იმის დემონსტრირებაა, რომ ირანს ნებისმიერი საფრთხის შეკავება შეუძლია.
როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარში აშშ-მ ირანული კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამ ნაბიჯს ვაშინგტონმა მას შემდეგ მიმართა, რაც რამდენიმე თვით ადრე ირანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნული ცდები ბირთვულ პროგრამას არ უკავშირდება.