ნადეჟდა სავჩენკომ სასამართლოში უკრაინის ჰიმნი იმღერა
უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე რუსეთის სასამართლო საბოლოო განაჩენს 21 მარტს გამოიტანს. ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.
სასამართლოში დღეს თავად ნადია სავჩენკოც გამოვიდა სიტყვით და უკრაინულ ენაზე განაცხადა, რომ ის გააგრძელებს შიმშილობას, თუ მის საქმეზე გადაწყვეტილება ერთი კვირის ვადაში არ იქნება მიღებული. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ საბოლოო განაჩენის გამოტანის დღე დაასახელა, სავჩენკომ უკრაინის ჰიმნის შესრულება დაიწყო.