პირდაპირი ეთერი ბრიუსელის აფეთქებების ეპიცენტრიდან | Allnews.Ge

პირდაპირი ეთერი ბრიუსელის აფეთქებების ეპიცენტრიდან

 

განახლებული ინფორმაცია/გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 34 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 200-ს უახლოვდება

 

ბარაკ ობამა: ჩვენ შეგვიძლია და დავამარცხებთ მათ, ვინც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

ჰილარი კლინტონი: აშშ ევროპელი მოკავშირეების გვერდით უნდა დადგეს, როგორც ისინი ჩვენ გვერდით იდგნენ არაერთ შემთხვევაში

საფრანგეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრეს. ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტში, კოპენჰაგენსა და პრაღაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია განსაკუთრებით აეროპორტებში, სარკინიგზო სადგურებსა და მეტროებში

ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, სავარაუდოდ, დღის ბოლოს აღდგება

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 34 ადამიანი, ბრიუსელის მერიის ცნობით, მხოლოდ მეტროში აფეთქებებს 20 ადამიანი შეეწირა

ბრიუსელიდან 70 კილომეტრში მდებარე ატომური ელექტროსადგურიდან ევაკუაცია განხორციელდა

"შაჰიდის ქამარი", რომელიც სავარაუდოდ, მესამე ტერორისტს ეკუთვნოდა, აეროპორტში იპოვეს

ბელგიის დედაქალაქში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 150-მდე ადამიანი დაშავდა

Daily Express-ის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ბრიუსელის აეროპორტის შესასვლელში კალაშნიკოვის ტიპის იარაღი აღმოაჩინეს

ბელგიური მედიის ინფორმაციით, სამეფო სასახლის ევაკუაცია განხორციელდა

ბელგიის პოლიცია ეჭვმიტანილების სახლებში ჩხრეკას ატარებს

გავრცელებული ცნობით, აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

ბელგიის სამეფო სასახლესთან შენიშნულ საეჭვო ჩემოდანს პოლიცია ამოწმებს

ბრიუსელში აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია

ბრიუსელში დამატებით 225 სამხედრო გაიგზავნა

ბელგიისა და საფრანგეთის დამაკავშირებელ გზებზე მოძრაობა შეწყდა

საფრანგეთში დამატებით 1600 სამართალდამცველია მობილიზებული

ვლადიმერ პუტინი ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს გმობს და მას ბარბაროსულ აქტს უწოდებს

ბელგიის პროკურორი - აეროპორტში მომხდარი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა

ევროკავშირის ინსტიტუტებმა ყველა შეხვედრა გადადო და შენობებში შესვლა შეზღუდა

ბრიუსელის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ლონდონის გატვიკის აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

ბრიუსელის მეტროში აფეთქებების შედეგად დაშავებულია სულ მცირე 15 ადამიანი

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

დიდი ბრიტანეთის პრემიერი მთავრობის საგანგებო სხდომას ჩაატარებს

ბრიუსელში ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა.

ევროკომისია თანამშრომლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით ელისეის სასახლეში საგანგებო სხდომა გაიმართება.

ბრიუსელის მეტროში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. მორიგი აფეთქება შუმანის სადგურზე განხორციელდა.

ბრიუსელის მეტრო და აეროპორტი დახურულია.

დევიდ ქემერონი: შოკირებული და შეშფოთებული ვარ ბრიუსელის მოვლენების გამო.

ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ბრიუსელის აეროპორტის შესასვლელში გააქტიურდა.

ბრიუსელის მეტროში მომხდარი აფეთქების შემდეგ მთელი მეტროს სისტემა გათიშულია.

ბრიუსელის აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ევროპული მედია იტყობინება.

აეროპორტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, არის 13 დაღუპული და 35 დაშავებული.

აეროპორტის შემდეგ აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროშიც.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში საგანგებო სხდომას ატარებს. ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს.

მომხდარის გამო აეროპორტიდან რეისების განხორციელება შეწყდა. ასევე შეწყვეტილია აეროპორტის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა. გავრცელებული ცნობით,აფეთქებამდე სროლის და არაბულ ენაზე შეძახილების ხმა იყო. აფეთქებების შემდეგ ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა.

თვითმხილველების ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე პანიკაა.

მომხდარის მიზეზებზე ჯერ ვერ საუბრობენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ჩანთა აფეთქდა. ამის შესახებ ქარდავამ, რომელიც აფეთქების მომენტში აეროპორტში იმყოფებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, პარიზის ტერაქტის შემდეგ ბრიუსელის აეროპორტში ჯარისკაცები პატრულირებენ, თუმცა მათ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, პარიზში განხორციელებულ ტერაქტში მონაწილე ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ დააკავეს.