01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქეთში შესაძლოა ტერაქტები განახორციელოს | Allnews.Ge

თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქეთში შესაძლოა ტერაქტები განახორციელოს

თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქეთში მცხოვრები ქრისტიანებისა და ებრაელების წინააღმდეგ შესაძლოა ტერაქტები განახორციელოს.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, თურქეთის პოლიციამ შესაბამისი ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ტერორისტული აქტები შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოხდეს, რაც სააღდგომო დღესასწაულებს უკავშირდება. ტერორისტების სამიზნე პირველ რიგში, ეკლესიები და სინაგოგებია.

სამართალდამცავ ორგანოებში არ გამორიცხაქვენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა თავდასხმები შესაძლოა თურქეთში მდებარე საკონსულოებზე, საელჩოებზე, საერთაშორისო ფონდების ოფისებსა და ქრისტიანულ სიწმინდეებზე განახორციელონ.